ხვიჩას იტოვებენ, რუის ადგილი არ იქნება, ოსიმენის გაყიდვას ცდილობენ - ყველაფერი "ნაპოლის" გეგმებსა და მატჩებზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატს მცირე შესვენება მოჰყვება, ამის შემდეგ კი საკლუბო ფეხბურთი დაგვიბრუნდება. ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" მიმართ დიდი ინტერესი არამხოლოდ საქართველოშია. აქ ამბიციური მწვრთნელი ანტონიო კონტე მივიდა, ქართველი გარემარბის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე კი ბევრი იწერება. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ფრანგმა ჟურნალისტმაც ჰკითხა...

კვარაცხელიას სატრანსფერო ამბები აქტუალურია...

Sportall.Ge

მთავარი ტრანსფერები

ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გერმანიაში სასწრაფოდ ჩავიდა და მამუკა ჯუღელს შეხვდა. გასაკვირი არაა, "კვარას" კლუბის გამოცვლა სურდეს, რადგან მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სჭირდება. ამავდროულად, ისე ჩანს,
"ნაპოლი" ყველაფერს აკეთებს, ლიდერი შეინარჩუნოს. კონტე ამბიციური მწვრთნელია, რომელიც ოთხეულში მოხვედრას მინიმუმ დაისახავს და რა გასაკვირია, ასეთი ფეხბურთელის გარეშე დარჩენა არ სურდეს.

ვიქტორ ოსიმენზე კლუბი თითქოს მზადაა, ნიგერიელი გაასხვისოს, თუმცა საქმე მსურველსა და სატრანსფერო თანხაშია. მწვრთნელად მარესკას მისვლის შემდეგ ვიქტორს "ჩელსის" აღარ უკავშირებენ.

"ნაპოლიმ" ახალი ფორმა წარადგინა...

Sportall.Ge

რაც შეეხებათ ახალწვეულებს, მოგეხსენებათ, კონტეს ტაქტიკაში ფლანგებს რამხელა მნიშვნელობა აქვს. ის გუნდს ძირითადად 3 მცველით ათამაშებს და ფრთებზე ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, დაცვასა და შეტევაში ერთნაირი წარმატებით რომ გამოდიან. ამავდროულად, გაძლიერება ცენტრალური მცველებითაც საჭიროა.

ერთ-ერთი პირველი, ვისი ტრანსფერიც ანტონიომ გადაწყვიტა, მადრიდის "რეალის" 22 წლის ცენტრალური მცველი რაფა მარინია. ამ კუთხით მორიგი გეგმა "ტორინოს" 25 წლის უკანახაზელი ალესანდრო ბონჯორნოა. საბა საზონოვის თანაგუნდელს დამაჯერებელი სეზონი ჰქონდა.

მარცხენა ფლანგს ლეონარდო სპინაცოლა ჩაიბარებს. ახალ ტაქტიკურ სქემაში მარიო რუის ადგილი ნაკლებად იქნება. გუნდში ოლივერაცაა. 31 წლის სპინაცოლა ევრო 2020-დან კარგად გვახსოვს, ბოლოს კი "რომაში" იყო, სადაც ხელშეკრულება ამოეწურა.

კონტესთვის კიდევ ერთი კარგად ნაცნობი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ, გუნდში მხოლოდ მაშინ მივა, თუკი ოსიმენის ტრანსფერს ვიხილავთ.

სეზონისწინა მატჩები

Sportall.Ge

გეგმები

ის ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულის სანაკრებო ტურნირებზე ასპარეზობდნენ, უფრო მეტად დაისვენებენ, 11 ივლისიდან კი გუნდი მზადებას მათ გარეშე იწყებს. კვარაცხელია საწვრთნელ ბაზაზე თვის ბოლოს გამოცხადდება, მანამდე კი ტრანსფერსა თუ უტრანსფერობაზე მეტი გვეცოდინება.

ამხანაგურ მატჩებს რაც შეეხება, სეზონისწინა მეტოქეები მაინცდამაინც არ იცვლებიან. ქვედალიგელებთან გავარჯიშების შემდეგ თურქული "ადანა", ფრანგული "ბრესტი" და ესპანური "ჟირონა"...

დე ლაურენტისსა და კონტეს დიდი გეგმები აქვთ...

Sportall.Ge

ახალი სეზონი

ბოლო წლებში "ნაპოლი" ქვეყნის თასის გათამაშებაში იანვრიდან ერთვებოდა, ახლა კი, გასული სეზონიდან გამომდინარე, გუნდს ამის გაკეთება პირველივე ეტაპზე მოუწევს. კონტეს გუნდი 10 აგვისტოს (23:15 ჩვენი დროით) "მოდენას" უმასპინძლებს. რაც შეეხება ჩემპიონატს, სანაკრებო პაუზამდე სამი ტური მოესწრება - 18 აგვისტოს (თბილისის დროით 20:30 სთ) "ვერონას" ესტუმრებიან, 25-ში (22:45 სთ) "ბოლონიას" უმასპინძლებენ, ხოლო 1-ელ სექტემბერს (22:45) "პარმას" მიიღებენ.

"ნაპოლის" ირგვლივ საინტერესო ზაფხული გველის, რომლის მთავარი შეკითხვა მაინც ისაა - დარჩება კვარაცხელია ამ გუნდში?!

alt"თავი "კვარას" ადგილზე წარმოიდგინეთ - ჩემპიონთა ლიგაზე 7.5-მილიონიანი ხელფასით" - იტალიელი ჟურნალისტი

altკვარაცხელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, მომავალში კი უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩას ადგილზე, თუ არ გაუშვებენ, არ მოვაწერდი ახალ კონტრაქტს ხელს. ფული ეხლაც საკმარისი აქვს. დაიკიდოს ეგ 4 მილიონი ნაზრდი. მომავალში აინაზღაურებს. ეხლა მთავარია პრინციპულობა აჩვენოს რომ მომავალ წელს მაინც გაყიდონ
არ მოუწეროს ხელი
20:38 09-07-2024
1
სამსუნგი უჭირავს ხელში. საინტერესოა იყიდა თუ უფასოდ დაითრია
რერე
20:25 09-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული