24 წლის თავდამსხმელი მოიზე კინი "იუვენტუსიდან" "ფიორენტინაში" გადავიდა, - ამის შესახებ ფლორენციული კლუბი საიტით იტყობინება.
გაფორმებული კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. ტრანსფერში "იუვენტუსი" 13+5 მილიონ ევროს მიიღებს.
გასულ სეზონში კინმა სერია A-ს 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საგოლე მოქმედებებით თავი ვერ გამოიჩინა.