23 წლის ნახევარმცველი კეფრენ ტიურამ-იულენი "ნიცადან" "იუვენტუსში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურინული კლუბი საიტით ავრცელებს.
"იუვენტუსმა" კეფრენ ტიურამ-იულენს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. კეფრენი ფრანგულ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 35 მილიონი ევროა.
კეფრენის მამა, ლილიანი "იუვეში" 2001-2006 წლებში ასპარეზობდა. ფეხბურთელის ძმა, მარკუსი "ინტერის" ღირსებას იცავს.