
"კონტეს ხელმძღვანელობით "ნაპოლი" სერია A-ში მომავალ სეზონს მინიმუმ მე-2 ადგილზე დაასრულებს. ყველა სირთულის შემდეგ, რომლებიც გასულ სეზონში ამ გუნდში მოხდა, "პარტენოპეიმ" შესანიშნავი არჩევანი გააკეთა.
მათ წაიყვანეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც იძლევა სწორ საფეხბურთო ცოდნას. "ნაპოლის" ძლიერი და ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ კონტეს გუნდი ძალიან კარგად ითამაშებს", - თქვა ბონუჩიმ.