არ დაადგა საშველი - Standard Football-მა ოსიმენის რეალური ფასი დაადგინა

AutoSharing Option
Sportmediaset-ის ცნობით, „ნაპოლის“ არ უნდა, ვიქტორ ოსიმენს წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამიტომ პსჟ-ს მისი გამოსასყიდი ფასი 130 მილიონიდან 100 მილიონამდე დაუკლო და პასუხის მოლოდინშია.

Standard Football-ი, რომელიც ფეხბურთელების რეალურ ღირებულებებს სხვადასხვა პარამეტრიდან გამომდინარე ბოლო 18 თვის განმავლობაში აფასებს - ითვალისწინებს ასაკს, ფიზიკურ ფორმას, ტრავმებისადმი მიდრეკილებას, სტაბილურობას, გამოცდილებას, ზრდის პოტენციალს და მომავალი ტრანსფერის შესაძლებლობას - დაადგინა, რომ ოსიმენის ფასი 62 მილიონია. ამის შესახებ ინფორმაცია უფროსმა ანალიტიკოსმა ალესანდრო გაზოლამ გაავრცელა. Transfermarkt-ის მიხედვით, ნიგერიელის ღირებულება 100 მილიონია.

Sky Sport-ის მტკიცებით, ოსიმენის
გაყიდვის დაუსრულებელ მოლოდინში მყოფი რომელუ ლუკაკუ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ 35 მილიონი მოითხოვა, ნეაპოლური კლუბი კი მზადაა 25 მილიონი და 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რად უნდა ეს ლუკაკუ არ ვიცი. ოსიმენს გოლი მაინც გააქვს. ლუკაკუ დიდია უბრალოდ და ჩასახერგად უნდათ?
ქომაგი
11:09 26-07-2024
2
ლუკაკუ, რომ აყავთ იმიტომ არ მჯერა მე ნაპოლის მომავლის.
ჟორა
13:31 26-07-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული