"ნაპოლი" ჩიხში შედის - სეზონი რამდენიმე დღეში იწყება, "პარტენოპეის" კი ლუკაკუზე კიდევ ერთი წინადადება დაუბლოკეს

AutoSharing Option
Sky Sport-ის ინფორმაციით, "ჩელსიმ" "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მორიგი შეთავაზება დაუბლოკა.

"პარტენოპეი" მზაობას გამოთქვამდა 25 მილიონი ევრო ახლავე გაეღო, რასაც შემდეგში 5 მილიონი ბონუსებით დაემატებოდა, მაგრამ ლონდონელებმა ამაზე უარი თქვეს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" არ ჩქარობენ და უნდათ, რომ ბელგიელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გამოიმუშავონ.

სამაგიეროდ, საჩქაროდ საქმე "ნაპოლის" აქვს, რომელიც 4 დღეში სერია A-ს ახალ სეზონს იწყებს. ვიქტორ ოსიმენი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ჩემოდნებზეა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება ვერცერთ გუნდთან ვერ მოხერხდა.

პარარელურად ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს დამატება
სასწრაფოდ უნდა, მაგრამ ამისთვის ნიგერიელი უნდა გაიყიდოს, რათა სახელფასო ჭერიც შემცირდეს და "ჩელსისაც" ბელგიელის სანაცვლოდ უფრო დიდი თანხა შესთავაზონ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არის ერთი კარგი ანდაზა რომელიც ლაურენტესზეა ზედგამოჭრილი: "ძუნწი იხდის ორმაგს" თუმცა ლავრენტის შემთხვევაში შეიძლება სამმაგიც გადაიხადოს...
Lasha
14:00 14-08-2024
0
რამ დაასირა ეს ხალხი? ამ კაცს რომ ყიდულობენ ფეხბურთის სათამაშოდ ყიდულობენ, ეს კი ვარჯიშის ნაცვლად რესტორნებში ატარებს დროს. ეს რა წესია ვერ გავიგე, ნაპოლიში რომ დარჩეს მოსამზადებელი პერიოდი გავლილი არ აქვს, რას ითამაშებს? ხელფასს კი სრულად მოითხოვს. გამოდის, რომ ეს ლავრენტაც კარგი დაქინძული ვინმე ყოფილა, ფეხბურთელში 130 მილიონი უნდა აიღოს და ის, მინდვრის ნაცვლად დროს რესტორნებში ატარებს.
ჟორა
13:26 14-08-2024
0

სიახლეები პოპულარული