"ნაპოლი" ჩიხში შედის - სეზონი რამდენიმე დღეში იწყება, "პარტენოპეის" კი ლუკაკუზე კიდევ ერთი წინადადება დაუბლოკეს

AutoSharing Option
Sky Sport-ის ინფორმაციით, "ჩელსიმ" "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მორიგი შეთავაზება დაუბლოკა.

"პარტენოპეი" მზაობას გამოთქვამდა 25 მილიონი ევრო ახლავე გაეღო, რასაც შემდეგში 5 მილიონი ბონუსებით დაემატებოდა, მაგრამ ლონდონელებმა ამაზე უარი თქვეს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" არ ჩქარობენ და უნდათ, რომ ბელგიელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გამოიმუშავონ.

სამაგიეროდ, საჩქაროდ საქმე "ნაპოლის" აქვს, რომელიც 4 დღეში სერია A-ს ახალ სეზონს იწყებს. ვიქტორ ოსიმენი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ჩემოდნებზეა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება ვერცერთ გუნდთან ვერ მოხერხდა.

პარარელურად ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს დამატება
სასწრაფოდ უნდა, მაგრამ ამისთვის ნიგერიელი უნდა გაიყიდოს, რათა სახელფასო ჭერიც შემცირდეს და "ჩელსისაც" ბელგიელის სანაცვლოდ უფრო დიდი თანხა შესთავაზონ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოსიმენი ნამდვილად სჯობია ლუკაკუს,მაგრამ ნაპოლიში თამაში აღარ უნდა და არც დე ლაურენტისს სურს,10 მილიონის გადახდა.მეორე მხრივ,ოსიმენს თავი ქუდში აქვს და ნაკლებ ხელფასზე არსად წავა,იმ ფასს კი,რასაც დე ლაურენტისი მას ადებს და თან მისთვის მისაცემი ხელფასის გათვალისწინებით,არავინ გადაიხდის და დე ლაურენტისი,საკუთარ ხაფანგში ორი ფეხით არის გაბმული.ოსიმენის აგენტი,კვარას აგენტივით არიფი არ გამოდგა და მშვენივრად გაითამაშა ოსიმენის შეურაცხყოფის კოზირი.არც ოსიმენის ქვეყანაა ძალიან მდიდარი და ძალიან მაინტერესებს,იქაური გულშემატკივრები რას ამბობენ,ოსიმენისათვის ძალიან ბევრიაო,ის ხელფასი რაც დღეს აქვს?
სოსო
01:41 15-08-2024
3
ბოლო მონაცემებით ჩელსისთან მოლაპარაკება ოსიმენზე გაცვლის თაობაზე ლუკაკუსთან ჩაიშალა. ნაპოლის მოუწევს სეზონის ჩატარება რასპადორით ცენტრფორვარდათ. "მაგარი" პერსპექტივაა!
giorgi 3
00:00 15-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული