პაულო დიბალაც საუდის არაბეთში - შეთანხმება ძალიან ახლოსაა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომას" შემტევი პაულო დიბალაც საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

30 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს "ალ ქადისია" იჩენს, რომელიც უძლიერესთა შორის ახლახანს აღზევდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჯალოროსი" ტრანსფერის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს, თავად არგენტინელი კი ახალ გუნდში სეზონურად 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

დიბალა "რომას" წევრი 2022 წლიდან მოყოლებულია. მან ჯამში ყველა ტურნირზე "მგლების" ფორმა 77 შეხვედრაში მოირგო, სადაც 34 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლოს ყველა მაგ ალ-დუდუკებში გადავა და ჩვენი ხვიჩა გახდება საუკეთესო ევროპაში. )))
დიბალა დუდუკიანი
17:08 14-08-2024
0

სიახლეები პოპულარული