"კატასტროფის მიზეზი ავტოგოლის გამტანი დე ლაურენტისია - კონტე გუნდს დააყენებს" - კასანოს და მოჯის პროგნოზი

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ და "იუვენტუსის" ექს-სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ "ნაპოლის" წარუმატებელ სტარტში კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაადანაშაულეს.

ანტონიო კონტე: "ეჭვიც არ მეპარება, რომ კონტე გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს. გასულ სეზონში კატასტროფის მიზეზი დე ლაურენტისი გახდა და ახლაც იმავეს აკეთებს. როდესაც თქვა, რომ ოსიმენს კონტრაქტს განუახლებდა, შემდეგ კი გაყიდიდა, სენსაციური ავტოგოლი გამოუვიდა. მის შესაძენად ვინ რამდენის დახარჯვას აპირებს, ამას მყიდველი სწყვეტს და არა დე ლაურენტისი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასასხვისებელი მოთამაშე ხელში შეგრჩება.

"ვერონასთან" მატჩი ბოლო წლებში "ნაპოლისთვის" ყველაზე
უარესი იყო. ასეთ კატასტროფას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. კონტემ ნაკლები უნდა იტიროს და მეტი გააკეთოს. თუმცა, დამნაშავე ანტონიო კი არა, აურელიოა. სერია A-ში საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდება: "ინტერი", "რომა", "ატალანტა" და "ნაპოლი", ხოლო "მილანი" და "იუვენტუსი" ოთხეულში ვერ მოხვდებიან".

Sportall.Ge

ლუჩანო მოჯი: "ეს მარცხი, რა თქმა უნდა, კონტეს ბრალი არ არის. ბრალი გარემოს მიუძღვის, რომელიც სრულად გადასახალისებელია. ფეხბურთელები ისე თვითდაჯერებულები არ არიან, როგორც სპალეტის დროს იყვნენ. რა გადაწყვეტილებაა მისაღები? მე ძირეული საკადრო ცვლილებების ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა მოთამაშეები მოტივაციას საჭიროებენ.

ჩემი აზრით, მდგომარეობის გამოსასწორებლად მათთვის დროის მიცემაა აუცილებელი, რათა გონს მოვიდნენ და ბოლოს და ბოლოს კონტე ძლიერ გუნდს დააყენებს. ამისათვის ბევრი მუშაობა მართებს. ჩამოვა თუ არა ლუკაკუ? ის კონტეს საყვარელი ფეხბურთელია, მთების გადადგმა შეიძლება ვერ მოახერხოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, გასულ სეზონში ათი გოლი მაინც გაიტანა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს შემადგენლობა თუ დარჩა ნაპოლიში და არ შეიცვალა (განსაკუთრებით დაცვის ხაზის ყველა მოთამაშე) ოთხეულში კი არა, სერია ა - დან გასავარდნათ ექნებათ საქმე.
giorgi 3
01:27 21-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული