რეალური გაძლიერება თუ მორიგი იმედგაცრუება - "ნაპოლიმ" ბრაზილიელი დაიმატა

AutoSharing Option
27 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი დავიდ ნერესი "ბენფიკადან" "ნაპოლიში" გადავიდა, - იტყობინება იტალიური კლუბი.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება ბონუსების გარეშე 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ნერესი ადრე "სან პაულოში", "აიაქსში" და "შახტარში" თამაშობდა, "ბენფიკაში" 2022 წელს გადაბარგდა და ლისაბონურ გუნდში 55 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში ნერესის ანგარიშზე პორტუგალიის ჩემპიონატზე 24 შეხვედრაში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. მან ბრაზილიის ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ნეაპოლური მედია ნერესზე დიდ იმედებს ამყარებს და ვნახოთ,
დაეხმარება თუ არა რამით გუნდს, თუ მორიგი იმედგაცრუება აღმოჩნდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რათქმაუნდა გაძლიერებას წარმოადგენს. მიუხედავად გარკვეული აქტიურობისა პოლიტანო ნაპოლის თამაშს ამუხრუჭებს. მგონია რომ გადაჭარბებული გავლემა აქვთ ამ იტალიელების ფლანგს მთელ გუნდზე და დი ლორენცო-პოლიტანო თამაშს მათკენ ექაჩებიან წმინდა ეგოისტური მოტივით. ზოგჯერ რაღაც გამოდთ, მაგრამ პერსპექტივაში გუნდურ სულისკვეთებას ანგრევენ. ეს ნერეში ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ ზემოთქმულის გათვალისწინებვით პროცესს სწორი მიმართულებას მიცემს. შემდეგ, წესით შუა ხაზის ჯერი უნდა დადგეს. თუ ანგისა-ლობოტკა მოეგებიან გონს მათვის კარგი, თუ არადა კონტე დიდხანს არ დაელოდება. სწორედ ამიტომ განიხილავს მაკტომინეი-გილმორს. შოტლამდიელები ან მათი მსგავსი ხალხი სჭირდება კონტეს, რომლებიც მოედანზე თავს არ დაზოგავენ და პრიმადონობას არ დაიწყებენ.პრინციპში ლიგის ზონას იტალიაში არ სჭირდება გრანდიოზული ცვლილებები. დაცვა უკვე ნაყიდია, კვარა აქ არის და ზემოთქმული მოვლენების გეგმაზომიერი განხორციელება წლევანდელ ამოცანებისთვის სრულიად საკმარისი იქნება. კონტეს იმედი მაინც უნდა ჰქონდეთ, ბოლოსდაბოლოს არ არის ფეხბურთში გარედან მოსული კაცი.
ამატაკი
20:36 21-08-2024
1
ანგისა ლობოტკა რაჰმანი სიმეონე ამ პოზიციებზე უნდა გაძლიერდნენ მაგრამ არ შვებიან
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული