მძიმე მოლაპარაკებები ლონდონში. ლუკაკუს საკითხი წყდება - ოსიმენის?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენის შეძენის სურვილს არავინ გამოთქვამს, "ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე სასწრაფოდ მოითხოვს რომელუ ლუკაკუს დამატებას, რამეთუ გუნდს ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება.

Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ბოლო რამდენიმე დღეში მეორედ გაემგზავრა ლონდონში და "ჩელსისთან" აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს.

ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ განაცხადა, რომ "ნაპოლი" ლუკაკუს 5 მილიონ ევროდ იჯარით აყვანას და გაისად მის 25 მილიონად სავალდებულო გამოსყიდვას სთავაზობს, მაგრამ "ჩელსი" მხოლოდ გაყიდვაზეა თანახმა.

რაც შეეხება ოსიმენს,
ლონდონურ კლუბი მზადაა ის ინათხოვროს და ნებისმიერ სხვა წინადადებას უარყოფს, - ამის შესახებ Sky Sport-ის რეპორტიორი ლუკა მარკეტი იტყობინება.

Chiringuito კი "ტვიტერით" სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს - "ნაპოლი" ლუკაკუს 30+10 მილიონად იყიდის და სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გადაგრევს ეს ხალხი,ისე ამბობენ არ გააგრძელოს ხვიჩამ კონტრაქტი თითქოს გაისად უმთავრდებოდეს,2027-მდე აქვს და ირბინოს აბა ლარნახევრად სამი წელი!კონტრაქტიც უნდა გააგრძელოს,თავიც უნდა მოიკლას და მოედანზე ზე-დონე დადოს,მაგ შემთხვევაში რეალიც იყიდის,ბარსაც,არსენალი-სიტი და ნებისმიერი გრანდი,კარგა მსუყე თანხასაც გადაიხდიან,აგერ სალაჰიც წავა ლივერპულიდან!ამათ რომ უყურო - კონტრაქტი არ გააფორმოს,თავი არ მოიკლას,მოედანზე ისეირნოს,თქვენ ევროპული ლიგები საქართველოს ქვესკნელ-ლიგა ხომ არ გგონიათ???
sandrex
19:11 23-08-2024
0
ჩელსი ძალიან სწორად და პრაგმატულად იქცევა, ამ ქაჯოია ლავრენტას და მის სასტავს ნაღდად არ გვანან. ამათი შემყურე ძალიან ვნერვიულობ ჩვენი ხვიჩას გამო. არავითან შემტხვევაში ამთთან კონტრაქტი არ უნდა გააგრძელოს! არავითარ შემთხვევაში! სულ რომ უფასოდ ითამაშოს მაინც არ უნდა გაუგრძელოს ამათ კონტრაქტი, ძალიან გამო...ბულები არიან
ბს
12:52 23-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული