ოსიმენი ფასდაკლებით - ვიქტორს პსჟ-ში უნდა, მაგრამ უნდა კი ის პარიზულ კლუბს?

AutoSharing Option
თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს კი უნდა პსჟ-ში გადასვლა, თუმცა, როგორც ჩანს, პარიზულ გუნდს მისი შეძენის განსაკუთრებული სურვილი არ აქვს.

სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო თავის "ტვიტერზე" წერს, რომ პსჟ "ნაპოლისთან" ოსიმენზე მოლაპარაკებებს არათუ არ აწარმოებს, არამედ წინადადებითაც არ მიუმართავს.

Sky Sport-ის მტკიცებით, "პარი სენ ჟერმენი" ფასის დასაგდებად შეთავაზებას სულ ბოლო მომენტში გააკეთებს, 50-60 მილიონ ევროს შეაძლევს და "ნაპოლის" გადასაწყვეტი იქნება, დათანხმდეს თუ არა. შეგახსენებთ, ნიგერიელის გამოსასყიდი ფასი 130 მილიონია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამ თანხის მიღებას იმედოვნებდა.

სპორტული მენეჯერი
მარკო ფასონე ირწმუნება, რომ ვიქტორს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდში თამაში სურს და თუ არ გამოუვიდა, "ნაპოლიში" დარჩება. ერთი სიტყვით, ასეთ შემთხვევაში ის იუქმებს და წელიწადში 10 მილიონს გარჯის გარეშე მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მაგარიაა ! მაგრა მიხარია ის ღორი ლაურა მინიმუმ 60 მილიონს რომ კარგავს D ამ 60 მილიონსაც რომ არ მოინდომებს მერე იმასაც დაკარგავს პლიუს იმ 20 მილიონსაც რაც უნდა გადაუხადოს ამ 2 წელში ოსის და ბოლოს ოსი უფასოდ წავა სადაც უნდა D
zura222
16:47 28-08-2024
0
დე ლაურენტისისნაირების და პერესისნაირების დრო უნდა დასრულდეს ფეხბურთში რომ ფეხბურთი განვითარდეს და გაცოცხლდეს. ფეხბურთისთვის სიკვდილია ესეთი ხალხი.
2

სიახლეები პოპულარული