"პარტენოპეი" ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 30 მილიონ ევროს გადაუხდის, მისი შემდეგი გაყიდვიდან კი პროცენტები "წითელ ეშმაკებსაც" შეხვდება.
მაკტომინეის უახლოეს პერიოდში ელოდებიან ნეაპოლში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია და მთელი კარიერა ამ გუნდში ჰქონდა გატარებული.