ლუკაკუ იტალიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის - ნახეთ, როგორ დახვდნენ მას "ნაპოლის" ფანები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი სატრანსფერო საგა საბოლოოდ სრულდება. რომელუ ლუკაკუ რომში ჩაფრინდა, სადაც კლინიკა Villa Stuar-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის მერე "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. 

31 წლის ბელგიელ ფორვარდს "პარტენოპეის" უამრავი ფანი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დახვდა.

"ნაპოლის" ლუკაკუს დამატება დაახლოებით 30-32 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც ბონუსები დაემატება და შემდეგი გაყიდვიდან პროცენტს "ჩელსიც" მიიღებს.

ფეხბურთელის დებიუტი, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს "პარმასთან" საშინაო შეხვედრაში, სერია A-ს მე-3 ტურში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
შეიძლება დღეს ოსიმენი უკეთეს ფორმაშია ვიდრე ლუკაკუ, მაგრამ ნაპოლის ამ ეტაპზე ჰაერივით ჭირდება სახელები და ლიდერები ამიტომ ვფიქრობ წარმატებული ტრანსფერი გამოვა, იგივე იქნება მაკტომინეის შემთხვევაში.
ნიკა
21:30 28-08-2024
3
მამის იმედი ნეაპოლში ჩაბრძანდა. დედას ჭირვეული ღამის კლუბებშია. ხალხი რა ამბავით დახვდა მართლა სოფელია?
G.LA
19:17 28-08-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული