ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჩელსიმ" "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის შეძენის თაობაზე ოფიციალურად მიმართა და მოლაპარაკებები ოთხშაბათს გაგრძელდება. თუმცა შეიძლება არც გაგრძელდეს.
საქმე ისაა, რომ სრულიად მოულოდნელად, "ნაპოლიმ" საუდის არაბეთის "ალ აჰლისგან" ისეთი შეთავაზება მიიღო, რომ, შესაძლოა, შვებით ამოისუნთქოს ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომელსაც უქმად მყოფი ნიგერიელისთვის წელიწადში 10 მილიონი ევროს გადახდა აღარ მოუწევს.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ალ აჰლი" მზადაა "ნაპოლის" 100 მილიონთან მიახლოებული თანხა გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი ოთხსეზონიან კონტრაქტს და წლიურ გასამრჯელოდ 25 მილიონს
სთავაზობს.
"ნაპოლი", რა თქმა უნდა, წინადადებაზე თანახმაა. რაც შეეხება ვიქტორს, მართალია, კარიერის ევროპაში გაგრძელების სურვილი აქვს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, დათანხმდება. ამ ინფორმაციას "კორიერე დელო სპორტიც" ადასტურებს.
ასე რომ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის წინასწარმეტყველება მართალი გამოდგება.
მაგათთვის ფინანსური fair play არ არსებობს? ძაან გააფუჭეს ევროპული სატრანსფერო ბაზარი.
მიდის 24 წლის ასაკში ბევრ რამეზე მეტყველებს. ფეხბურთი არის ავად და შველა ჭირდება!! ევროპაში ამდენ თამაშს ფიზიკურად ვერ გაუძლებენ ფეხბურთელები და ურჩევნიათ ნაკლები ზეწოკის და სამმაგი ხელფასების პირობებში წავიდნენ ფეხბურთისთვის შეუფერებელ ქვეყნებში!! აქ ქვეყანა არაბეთზე არ არის საქმე კარიერის პიკში მყოფი ფეხბურთელი ფულზე რომ ცვლის ევროპულ კარიერას ეს არის მიუღებელი!!