ოფიციალურად - "ნაპოლიმ" შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი შეიძინა

AutoSharing Option
27 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი "მანჩესტერიდან" "ნაპოლიში" გადავიდა.

ნეაპოლურმა კლუბმა მაკტომინეი 30.5 მილიონ ევროდ შეიძინა, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 3 მილიონი დაუნიშნა. "მანჩესტერი" მისი შემდგომი ტრანსფერიდან 10%-ს მიიღებს.

მაკტომინეის "იუნაიტედში" 178 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი, შოტლანდიის ნაკრებში კი 52 შეხვედრაში 9 გოლი.

ნეაპოლური მედიის ვარაუდით, ის დღეს "პარმასთან" დაპირისპირებაში შეცვლაზე შევა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბილი გილმურიც გაიფორმეს, ხვალ გაოფიციალურდება :) მაგარია ც ყოჩაღ
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული