ნიგერიელმა გუნდის ბოსებს შეუთვალა, რომ "პარტენოპეიში" არაფრის დიდებით აღარ ითამაშებს და მისთვის ეს საკითხი არ განიხილება.
თავის მხრივ, აფრიკელი ფორვარდის გამოყენებას მწვრთნელი ანტონიო კონტეც არ აპირებს. სავარაუდოდ, თუ საუდის არაბეთში ან კატარში მისი ტრანსფერი არ შედგება, (სადაც სატრანსფერო ფანჯარა კიდევ რამდენიმე დღით ღიაა), ოსიმენი იანვრამდე "ნაპოლის" 21-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს.
დე ლაურენტისის ტრაგიკომედია - აზარტში შესულ აურელიოს ოსიმენი ხელში შერჩა და 138+ მილიონი იზარალა