"მართლაც დაუჯერებელი გრძნობაა" - სტამბოლში ჩასულმა ოსიმენმა "გალათასარაის" ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი 1-წლიანი იჯარით "გალათასარაიში" ოფოციალურად გადავიდა.

მას სტამბოლის აეროპორტში კლუბის არაერთი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა და ნიგერიელმა ადგილობრივ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"დაუჯერებელი გრძნობაა, მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროა. "გალათასარაის" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და აქ ყოფნა მართლაც მახარებს.

შევხვდებით სტადიონზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გატანილი გოლებით ფანები ბევრჯერ გავახარო.

მერტენსი? - აქ გადმოსვლამდე ველაპარაკე და შესანიშნავი ბიჭია. კარგი იქნება მისი გაცნობა და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები", - თქვა ოსიმენმა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვაი შენ პატრონს ვინ მოიგო სერია ა გამოჩნდა როგორი ტაციაობა გქონდა კვარას გარეშე ერთი ნორმალური თავდასხმელად დარჩებოდი როგორც იყავი მანამდე
soso
22:16 03-09-2024
1
კარგი თავდამსხმელია მაგრამ ჯიუტი და მოურჯულებელი ცოტათი თვითგადაფასებული ბალოტელის წააგავს ხასიათში და ისიც გიჟივით გახარებული იყო თურქულ კლუბში გადასვლით..
ისე ბალოტელის ამაზე ნაკლები სტარტი არ ქონია
შავი კაცი
17:45 03-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული