სერია A-ს მეხუთე ტურში, "ვენეციასთან" გასვლით მატჩში (0:2) "ჯენოას" 31 წლის ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ საზარელი ტრავმა მიიღო.
უკრაინელი 50-ე წუთზე მოედანზე დაეცა, ტკივილისგან ყვიროდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. დღეს დილით ფეხბურთელს მარჯვენა კოჭ-წვივზე ოპერაცია გაუკეთეს და რეაბილიტაციას კლუბის ბაზაზე გაივლის.
უკეთეს შემთხვევაში მას სამი თვე მოუწევს უქმობა.