33 წლის მცველს, მარიო რუის, "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მისი გაშვება მოითხოვა. პორტუგალიელმა ახალი გუნდის ძებნა დაიწყო და ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა.
პორტუგალიელმა ჯერ სამშობლოში უშედეგოდ სცადა დაბრუნება, შემდეგ - ბრაზილიაში გადაბარგება. ის ნეაპოლურმა კლუბმა "გალათასარაის" შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. მარიო რუი გუნდის დატოვებას თავისი პირობებით აპირებდა, რაც კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, არ მოეწონა და დასაჯა.
მარიოს საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშის უფლება არ აქვს, გუნდში დაბრუნება უნდა და დახმარებისთვის იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციას მიმართა.