მეორედ ქორწინება 46 წლის ასაკში - ბუფონს ცოლად მასზე 5 წლით უფროსი ქალბატონი მოჰყავს

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 46 წლის ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მეორედ ქორწინდება და მისი რჩეული Sky Sport-ის ყოფილი ჟურნალისტი ილარია დ'ამიკოა, რომელიც ფეხბურთელზე 5 წლით უფროსია.

ქორწილი 28 სექტემბერს არის დაგეგმილი და ის ორ დღეს გაგრძელდება. ჯერ იტალიურ ტოსკანაში ახლო მეგობრებისა და ოჯახის წრეში ქორწინების ცერემონია გაიმართება. მეორე დღეს ფორტე დეი მარმაში ზღვის ხედზე კი ბრანჩი იქნება.

საინტერესოა, რომ დ'ამიკო და "ჯიჯი" ერთად უკვე 10 წელია ცხოვრობენ და მათ 2 ვაჟი აკავშირებთ. წყვილს ქორწილი 2024 წლის ივნისში ჰქონდა დაგეგმილი,
მაგრამ ბუფონი იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, რის გამოც ცერემონია გადაიდო.

შეხსენებისთვის, ბუფონს ალიონა სერედოვასგან პირველი ქორწინებიდან ასევე 2 ვაჟი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მაგარი ქალია ასაკის დედაც
ჟორა
27 სექტემბერი 2024 01:14
2
ამ ქალთან უღალატა პირველ ცოლს!
!
26 სექტემბერი 2024 19:42
1
ჯიჯის გადაეცით, რომ დავადისლაიკე.
ჯიჯის
26 სექტემბერი 2024 13:27
4
ნაყვარება
უყვარს :)
26 სექტემბერი 2024 13:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული