ოსიმენი "გალათასარაის" სრულფასოვანი მოთამაშე გახდება? - სტამბოლელებს ახალი გეგმა აქვთ

AutoSharing Option
Corriere dello Spor-ის ინფორმაციით, "გალათასარაი" "ნაპოლიდან" 25 წლის ნიგერიელი ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, სტამბოლურ კლუბს ამ სიამოვნების სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

Corriere dello Sport გვამცნობს იმასაც, რომ ნიგერიელის მიმართ ინტერესს კვლავ "ჩელსიც" იჩენს. ლონდელებს იანვარში ტრანსფერის გაჩარხისთვის 81 მილიონი ევროს გადახდის საჭიროება დაუდგებათ, რადგან 75 "პარტენოპეის" უნდა მისცენ, "გალათასარაისთან" იჯარის დარღვევა კი 6 მილიონ ევროდ.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "გალათსარაის" ფორმა ყველა ტურნირზე 4 შეხვედრაში მოირგო, სადაც 2 გოლი გაიტანა და
4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Lavrentam 100milions ver davaklebo.ise chelsis mouxdeba.axali drogba iqneba.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული