სიმეონე შეიძლება "ნაპოლიდან" "ტორინოში" გადავიდეს

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს.

რადგან დუვან საპატამ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვერ ითამაშებს, "ტორინოს" მისი შემცვლელი სჭირდება და სიმეონეს კანდიდატურას განიხილავს.

ნეაპოლური" კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა 29 წლის არგენტინელი 15 მილიონ ევროდ გაყიდოს. თავად სიმეონეც არ უნდა იყოს გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი, რადგან რომელუ ლუკაკუს პირველი შემცვლელი ჯაკომო რასპადორია და თამაში იშვიათად უწევს.

"ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე სიმეონეს გასხვისებაზე თანახმაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არგენტინელს არასტაბილურობა ახასიათებდა,ამიტომაც უჭირდა ნაპოლის სასტარტოში მოხვედრა!
ტარიელ ქარსივაძე
14 ოქტომბერი 2024 19:08
0
სიმეონე არის მისტერ ჩემპიონთა ლიგა. პირველი სეზონი ნაპოლიში ცვლილებებზე კარგი იყო გოლებიც გაიტანა. მერე კი რეგრესი დაეწყო.
Რერო
14 ოქტომბერი 2024 17:58
0
ეს აქამდე იყო გასაშვები, ვერ აყმაყოფილებს ნაპოლის დონესაც კი..
გოგა
14 ოქტომბერი 2024 11:57
1
წავიდეს, არაფერს დაკარგავს ნაპოლი. ეგეთი რეგვენი ფეხბურთელი იშვიათად მინახავს. საერთოდ ტიპმა პასი რა არის, არ იცის. ყოველგვარ აზროვნებას მოკლებული ფეხბურთელია. ტორინოშიც ვის რაში სჭირდება ეს კვერცხი. ვინმემ გამახსენეთ, სიმეონეს გაკეთებული პასი.
ერთი მაგისიც რა
13 ოქტომბერი 2024 20:29
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული