სიმეონე შეიძლება "ნაპოლიდან" "ტორინოში" გადავიდეს

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს.

რადგან დუვან საპატამ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვერ ითამაშებს, "ტორინოს" მისი შემცვლელი სჭირდება და სიმეონეს კანდიდატურას განიხილავს.

ნეაპოლური" კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა 29 წლის არგენტინელი 15 მილიონ ევროდ გაყიდოს. თავად სიმეონეც არ უნდა იყოს გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი, რადგან რომელუ ლუკაკუს პირველი შემცვლელი ჯაკომო რასპადორია და თამაში იშვიათად უწევს.

"ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე სიმეონეს გასხვისებაზე თანახმაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წავიდეს, არაფერს დაკარგავს ნაპოლი. ეგეთი რეგვენი ფეხბურთელი იშვიათად მინახავს. საერთოდ ტიპმა პასი რა არის, არ იცის. ყოველგვარ აზროვნებას მოკლებული ფეხბურთელია. ტორინოშიც ვის რაში სჭირდება ეს კვერცხი. ვინმემ გამახსენეთ, სიმეონეს გაკეთებული პასი.
ერთი მაგისიც რა
20:29 13-10-2024
7
ეს აქამდე იყო გასაშვები, ვერ აყმაყოფილებს ნაპოლის დონესაც კი..
გოგა
11:57 14-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული