"ნაპოლის" ფანებს კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძალიან უჭირდათ - ნახეთ, რა ხდება ახლა მაკტომინეის შემთხვევაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლის" ფანებს ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ახალი გვარის წარმოთქმაზე მორიგი თავსატეხი გაუჩნდათ. "პარტენოპეის" გულშემატკივრებს CalcioNapoli 24-ის ჟურნალისტმა სთხოვა სკოტ მაკტომინეის გვარი წარმოეთქვათ, რამაც არც თუ ისე კარგი შედეგი მოიტანა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი "ნაპოლიში" ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მიმდინარე სერია A-ში ჩატარებულ 4 შეხვედრაში თავი 1 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ინფორმაციისთვის, მაკტომინეიმ შედეგიანი დარტყმა იტალიის თასზეც განახორციელა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩლუნგებიი DD
zura222
17:55 19-10-2024
1
დაილოცოს ქართული ენა.
რონი
00:10 20-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული