დღეს მილანი VS ნაპოლია - ტრადიციული დუელის ჩაშლის შანსი და დანავსული სერიის შეწყვეტის სურვილი

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" კონტეს სტილში, პრაგმატულად (1:0 ლეჩესთან) მოიგო, იტალიის ჩემპიონატს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და წინ რთული გრაფიკი აქვს. გუნდი თითქმის არ უშვებს და ცოტა გააქვს. ანტონიომ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და მხოლოდ დასკვნითი 20 წუთი ათამაშა. ლიდერებთან მატჩები "მილანით" იწყება, რომელთაც ნეაპოლელები სერია "ა"-ს მე-10 ტურში ეწვევიან - დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე.

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

მილანელებმა "ბოლონიასთან" წყალდიდობის გამო ვერ ითამაშეს და დასვენებისთვის მეტი დრო ჰქონდათ. ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებულმა ბოლოს ამ ტურნირზე იასპარეზა და ათკაციან "ბრიუგეს" (3:1)
აჯობა.

"მილანი" "ნაპოლისთან" უკანასკნელ 5 შეხვედრაში არ დამარცხებულა. ნეაპოლელთა ბოლო (2:1) გამარჯვება მათ წინააღმდეგ "კვარას" პირველი დაპირისპირება იყო, როცა მცველები ვერაფრით აჩერებედნენ და პენალტიც გამოიმუშავა; შემდეგ იყო მწარე მარცხი (0:4) "მარადონაზე", დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ქართველმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა; გასულ სეზონში ძალიან საინტერესო რამ ვნახეთ, "შავ-წითლები" ორი ბურთით იგებდნენ, პოლოტანოს გოლმა და რასპადორის მაგარმა ჯარიმამ კი 2:2 დააფიქსირა. "სან სიროზე" მასპინძლებმა (1:0) მოიგეს. ჩვენებური მეკარე მენიოს კარში პირველი გოლის გატანას ეცდება. მიმდინარე სეზონში, 77-ე ნომერს 4 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე პასი აქვს.

კვარაცხელია და ლეაო

Sportall.Ge

ტიჯანი რაინდერსი, ვინც "ბრიუგეს" დუბლი შეუსრულა, ჩემპიონატის ბოლო ტურში გააძევეს და ახლა არ იქნება. დისკვალიფიცირებულია ტეო ერნანდესიც(ფიორენტინასთან პირდაპირ წითელი ბარათი მიითო და ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა), რომელიც ფილიპო ტერაჩიანომ უნდა შეცვალოს. დიდი ალბათობით, კვარაცხელიასა და კალაბრიას ტრადიციად ქცეული საინტერესო დუელი ვერ შედგება, იტალიელს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, არადა, მილანელთა მწვრთნელ ფონესკას ამის დიდი სურვილი აქვს. მის ადგილას ბრაზილიელ ემერსონს ვნახავთ. გამოვარჩევთ ამერიკელი კრისტიან პულისიჩის კარგ ფორმას, რასაც ლეაოზე ნაკლებად ვიტყვით, მაგრამ
ის მუდამ სახიფათოა. ნეაპოლელთა რიგებში მთავარი ამბავი ლობოტკას მომჯობინებას უკავშირდება. კონტეს მისი თამაში კი სურს, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზე არაა, კვლავ გილმორს ვნახავთ.

დღევანდელ შეხვედრაში "ნაპოლის" დისციპლინურობას ველით და თითქოს, ბევრი გოლი არ უნდა ვნახოთ, თუმცა როცა "მილანი" საკუთარ მოედანზეა, ფონესკას გუნდიდან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი: მენიო - ემერსონი, ტომორი, გაბია, ტერაჩიანო - ფოფანა, ლოფტუს-ჩიკი - ჩუკუვეზე, პულისიჩი, ლეაო - მორატა;

ნაპოლი: მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივერა - გილმორი, ანგისა - პოლიტანო, მაკტომინეი, კვარაცხელია - ლუკაკუ.

ოთხშაბათი, 21:30 სთ, ემპოლი(საბა გოგლიჩიძე. საბა საზონოვი ტრავმირებულია) - ინტერი.

altგოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "პარმამ" და "ემპოლიმ" ქულები გაიყვეს

altMVP-ის პრიზი ხვიჩას - "ნაპოლიმ" "ლეჩეს" 1:0 მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
გატეხა, გატეხა ნავსი. კვარა გენაცვალე
დათო
01:27 30-10-2024
1
მოკლედ არ უმართლებს ხვიჩას მისი ფლანგის ფეხბურთელებში, სპინაცოლა, მაკტომენე ოლივერა, საერთოდა ვერ იძლევიან შეტევის გამამწვავებელ პასებს, განსაკუთერებით ჩლუნგია მაკტომენე ამ კომპონენტში. დღეს თუ გაიტანა გოლი ხვიჩუნეეზემ ეს იქნება თავიდან ბოლომდე მისი შექმნილი საგოლე მოქმედება
რობი
21:04 29-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული