კვარაცხელიას მატჩის დღე ბევრ საუბარზე, ჭორ-მართალსა და კრიტიკაზე მაღლა! - როცა თამაშზე კონცენტრირდები...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" რთული მატჩების სერიაში ჩაერთო და შუა კვირაშიც ითამაშა. ანტონიო კონტეს გუნდის მორიგი გამოწვევა "ატალანტაა" - "მარადონაზე" (54 726 მაყურებელი) დღეს, 3 ნოემბერს, 15:30 საათზე.

ხვიჩა კვარაცხელიას "ატალანტასთან" დაპირისპირება წარმატებულია. გასულ სეზონში ბერგამოში პირველად ითამაშა და თავურით ანგარიში გახსნა. ეს იყო ნეაპოლში ვალტერ მაცარის დაბრუნება. 2023 წლის 11 მარტს გატანილი გოლი კი ყველას ახსოვს - სეზონის საუკეთესოდ დასახელებული. ისე ხდება, "კვარას" ბერგამოელებთან ბევრი უცდება - პირველ სეზონში "ლივერპულთან" მიღებული დაზიანების გამო, მიმდინარე წლის მარტში კი, კალცონას გუნდმა
დიდი ანგარიშით (0:3) რომ წააგო, 77-ე ნომერი გუნდს საბერძნეთის ნაკრებთან ისტორიულ ფინალის შემდეგ ტრავმირებული შეუერთდა.

ასე რომ, თუკი ხვიჩა "ატალანტას" ეთამაშება, გააქვს! ვნახოთ, რა იქნება ქართველის მესამე იტალიურ სეზონში. ის უკვე შეეჩვია, რომ მატჩიდან მატჩამდე ბევრს საუბრობენ ტრანსფერზე, ახალ ხელშეკრულებაზე, ჭორ-მართალზე, ბევრია კრიტიკა, მაგრამ 77-ე ნომერი მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული.

Sportall.Ge

სერია "ა"ში კვარაცხელიას 5 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს, ამ სიას კი "ატალანტას" ფორვარდი მატეო რეტეგი ლიდერობს - 10 შედეგიანი დარტყმა, 3 საგოლე პასი. ცუდი სტატისტიკა არც ლუკმენსა და დე კეტელაარს გააჩნიათ. საერთოდაც, ევროპა ლიგის ბოლო გამარჯვებული, გასპერინის გუნდი მშვენივრად გამოიყურება.

თუკი "ნაპოლი" გოლის გაშვებას გადაეჩვია, "ატალანტას" ყველაზე მეტი გააქვს და ამ მხრივ საინტერესო დაპირისპირება გველის. ვნახოთ, კონტე რას შემოგვთავაზებს და ინიციატივას მეტოქეს ამჯერადაც რამდენად დაუთმობს. ნეაპოლელთა მწვრთნელმა გუნდურად თავის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც შემტევებსაც დიდი როლი აქვთ. ვერ ვიტყვით, რომ ბერგამოელებს ნეაპოლში გამარჯვება ძალიან უჭირთ, ეს საკმაოდ ხშირად მოუხერხებიათ.

სპინაცოლა "მილანთან" სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა ის ტრავმიდან სრულად მომჯობინებულიც არაა და ისედაც, ოლივერას სათანადო კონკურენციას ვერ უწევს. რაც შეეხება სტანისლავ ლობოტკას, ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, უკვე სამი შეხვედრა გამოტოვა.

ესპანეთში გიორგი მამარდაშვილის ბოლოადგილოსან "ვალენსიას" მადრიდის "რეალისთვის" უნდა ემასპინძლა, თუმცა შეხვედრა ვალენსიაში წყალდიდობისა და მისგან გამოწვეული ცუდი შედეგების გამო გადაიდო. ჩვენებური თავს კარგად გრძნობს!..

alt"ნაპოლი" ხვიჩას შესანარჩუნებლად არნახულ დათმობაზე მიდის - Ilmattino ოთხსაათიანი მოლაპარაკების დეტალებს ახმაურებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაპოლი წააგებს
ასეა ეს
17:36 03-11-2024
0
წუწურაქ და კრიჟანგ ლაურენტისს, სკუდეტოს მოგების შემდეგ,დრო რომ არ გაეწელა და ეგრევე შეუთავაზებინა 6 მილიონი, დარწმუნებული ვარ კვარა უყოყმანოდ თანახმა იქნებოდა!რადგან ასე არ მოხდა,ახლა ცდილობს დაკარგული ანაზღაურებას და მე მისი კარგად მესმის.
წნევა
15:32 02-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული