კვარაცხელიას მატჩის დღე ბევრ საუბარზე, ჭორ-მართალსა და კრიტიკაზე მაღლა! - როცა თამაშზე კონცენტრირდები...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" რთული მატჩების სერიაში ჩაერთო და შუა კვირაშიც ითამაშა. ანტონიო კონტეს გუნდის მორიგი გამოწვევა "ატალანტაა" - "მარადონაზე" (54 726 მაყურებელი) დღეს, 3 ნოემბერს, 15:30 საათზე.

ხვიჩა კვარაცხელიას "ატალანტასთან" დაპირისპირება წარმატებულია. გასულ სეზონში ბერგამოში პირველად ითამაშა და თავურით ანგარიში გახსნა. ეს იყო ნეაპოლში ვალტერ მაცარის დაბრუნება. 2023 წლის 11 მარტს გატანილი გოლი კი ყველას ახსოვს - სეზონის საუკეთესოდ დასახელებული. ისე ხდება, "კვარას" ბერგამოელებთან ბევრი უცდება - პირველ სეზონში "ლივერპულთან" მიღებული დაზიანების გამო, მიმდინარე წლის მარტში კი, კალცონას გუნდმა
დიდი ანგარიშით (0:3) რომ წააგო, 77-ე ნომერი გუნდს საბერძნეთის ნაკრებთან ისტორიულ ფინალის შემდეგ ტრავმირებული შეუერთდა.

ასე რომ, თუკი ხვიჩა "ატალანტას" ეთამაშება, გააქვს! ვნახოთ, რა იქნება ქართველის მესამე იტალიურ სეზონში. ის უკვე შეეჩვია, რომ მატჩიდან მატჩამდე ბევრს საუბრობენ ტრანსფერზე, ახალ ხელშეკრულებაზე, ჭორ-მართალზე, ბევრია კრიტიკა, მაგრამ 77-ე ნომერი მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული.

Sportall.Ge

სერია "ა"ში კვარაცხელიას 5 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს, ამ სიას კი "ატალანტას" ფორვარდი მატეო რეტეგი ლიდერობს - 10 შედეგიანი დარტყმა, 3 საგოლე პასი. ცუდი სტატისტიკა არც ლუკმენსა და დე კეტელაარს გააჩნიათ. საერთოდაც, ევროპა ლიგის ბოლო გამარჯვებული, გასპერინის გუნდი მშვენივრად გამოიყურება.

თუკი "ნაპოლი" გოლის გაშვებას გადაეჩვია, "ატალანტას" ყველაზე მეტი გააქვს და ამ მხრივ საინტერესო დაპირისპირება გველის. ვნახოთ, კონტე რას შემოგვთავაზებს და ინიციატივას მეტოქეს ამჯერადაც რამდენად დაუთმობს. ნეაპოლელთა მწვრთნელმა გუნდურად თავის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც შემტევებსაც დიდი როლი აქვთ. ვერ ვიტყვით, რომ ბერგამოელებს ნეაპოლში გამარჯვება ძალიან უჭირთ, ეს საკმაოდ ხშირად მოუხერხებიათ.

სპინაცოლა "მილანთან" სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა ის ტრავმიდან სრულად მომჯობინებულიც არაა და ისედაც, ოლივერას სათანადო კონკურენციას ვერ უწევს. რაც შეეხება სტანისლავ ლობოტკას, ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, უკვე სამი შეხვედრა გამოტოვა.

ესპანეთში გიორგი მამარდაშვილის ბოლოადგილოსან "ვალენსიას" მადრიდის "რეალისთვის" უნდა ემასპინძლა, თუმცა შეხვედრა ვალენსიაში წყალდიდობისა და მისგან გამოწვეული ცუდი შედეგების გამო გადაიდო. ჩვენებური თავს კარგად გრძნობს!..

alt"ნაპოლი" ხვიჩას შესანარჩუნებლად არნახულ დათმობაზე მიდის - Ilmattino ოთხსაათიანი მოლაპარაკების დეტალებს ახმაურებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაპოლი წააგებს
ასეა ეს
03 ნოემბერი 2024 17:36
0
წუწურაქ და კრიჟანგ ლაურენტისს, სკუდეტოს მოგების შემდეგ,დრო რომ არ გაეწელა და ეგრევე შეუთავაზებინა 6 მილიონი, დარწმუნებული ვარ კვარა უყოყმანოდ თანახმა იქნებოდა!რადგან ასე არ მოხდა,ახლა ცდილობს დაკარგული ანაზღაურებას და მე მისი კარგად მესმის.
წნევა
02 ნოემბერი 2024 15:32
4
დროზე უნდა გაარკვიონ კონტრაქტის ამბები,ამდენი მითქმა მოთქმა დამაზიანებლად მოქმედებს ყველა მხარეზე! 6 მილიონი არაა ცოტა ნაპოლის კალიბრის გუნდისთვის და პლიუს ბონუსები! კვარა ამ გაწელილი ამბით ყოველთვიურად ზარალდება,ამიტომ დროულად უნდა გადაწყვიტონ. ან ეს პირობები, ან წასვლა, მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ!
kaxa
02 ნოემბერი 2024 13:40
4
მოქმედი კონტრაქტი 2 სეზონში მთავრდება, კონტრაქტის ამოწურვას სამყაროში არავინ დაელოდება
რა მაფიაა?
02 ნოემბერი 2024 20:03
1
დღეის დღეობით ერთადერთი ვინც უშლის კვარას გაბრწყინებაში და სტაბილურობაში ეს სკრუჯი დელაურენტისია.
რობი
02 ნოემბერი 2024 12:26
4
კვარას შეუძლია შემოგვთავაზოს მოულოდნელი და წარმატებული ქმედებები, ისე, როგორც არავის. ამიტომ არის განუმეორებელი, ერთადერთი და ბრწყინვალე. წარმატებები, გამარჯვებები და უმაღლეს გუნდში მოხვედრა.
@@@@@@@@@
02 ნოემბერი 2024 11:54
1
ვერ ვიტყვით, რომ კონტე სრულიად უთმობს მეტიქეს ინიციატივას. უთმობს მაშინ როცა ჭირდება და ამ საჭიროებას ძალიან მაგრად საზღვრავს კონტე. თინნაპოლო პირველს გაოტანს, ეგრე ოზამს.
Irakli Apkhaidze
01 ნოემბერი 2024 15:23
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული