"ნაპოლის" თამაშს ჟურნალისტმა სიმახინჯე უწოდა - კონტემ განაცხადა, რომ "ატალანტასთან" წაგება სირცხვილი არ არის

AutoSharing Option
„ატალანტამ“ აშკარად დაჯაბნა „დიეგო მარადონაზე“ „ნაპოლი“, 3:0 დაამარცხა და იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ბერგამოულ გუნდს უკვე შეუძლია სკუდეტოზე იფიქროს. ხაზგასმულია, რომ ჯან პიერო გასპერინიმ ანტონიო კონტეს პირადი დუელი მოუგო, რომელუ ლუკაკუს კი ისაკ ჰეინმა გასაქანი არ მისცა.

დღეს შეწყდა „ნაპოლის“ ათმატჩიანი წაუგებელი და ექვსმატჩიანი მოგებათა სერია, ხოლო „ატალანტმამ“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა - საერთო ანგარიში 18:2.

SportItalia-ს ჟურნლისტმა ტანკრედი პალმიერიმ „ნაპოლი“ გააკრიტიკა: „ადრე დავწერე, რომ „ნაპოლი“ მახინჯურ ფეხბურთს თამაშობს და აგრეთვე ბევრი შეურაცხმყოფელი რამ ვთქვი გუნდზე. დღესაც იგივეს ვიტყვი და
ამის გამოსწორება შეუძლებელია“.

კონტემ აღიარა, რომ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა: „გულწრფელი უნდა ვიყო. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, რომლებმაც გოლებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასეთ შემთხვევებში უკეთ მოქმედება შეგვიძლია. გუნდს განწყობისადმი საყვედურს ვერ ვეტყვი. ვნახეთ სტატისტიკა, რომელიც მთლიანობაში ძალიან ბალანსირებული იყო. ხშირად მივმართავდით პრესინგს, ამას დიდი ენერგია დასჭირდა. ასე რომ, მეტის მოლოდინი არ მქონდა.

შევხვდით მოწინააღმდეგეს, რომელიც ჩემი აზრით, მოცემულ მომენტში ჩვენზე ძლიერია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იმის გამო კი არ ვილაპარაკე, რათა თავი დამეზღვია. „ატალანტა“ სისტემატურად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ სეზონში „ბაიერს“ სძლია და ევროპა ლიგა მოიგო. შემადგენლობის სიღრმე გააჩნიათ, რამაც ყველა უნდა შეაშინოს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ სეზონში „ნაპოლი“ სერია A-ში მეათე ადგილზე გავიდა. "ატალანტას" კარგა ხანია გასპერინი უდგას სათავეში. მათთან წაგება სამარცხვინო არ არის. ეს გუნდი ჩვენთვის ორიენტირია, რომელზეც სწორება გვმართებს“.

altროგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ ატალანტასთან მატჩში?

altუჩვეულოდ უგერგილო "ნაპოლი" სახლში "ატალანტასთან" განადგურდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერჯერობით ადრეა რომელიმე გუნდის თამაშზე წერტილის დასმა. სპალეტის საჩემპიონო ნაპოლიც განადგურდა მილანთან და უფრო მწარედაც. გოლამდე საკმაოდ თანაბარი თამაში მიდიოდა. სხვა საქმეა რომ გოლის შემდეგ ნაპოლიმ თანასწორ გუნდთან ვერ შეძლო თამაშის შემოსაბრუნებლად საჭირო ზეწოლის განხორციელება. დი ლორენცო, რაჰმანის სამოქმედო არეალი იყო ის ზონა, სადაც ნაპოლის აშკარად ჩავარდნა ჰქონდა და გასპერინიმ ეს მშვენივრად გამოიყენა. ზედმეტად შიშით ეთამაშებოდნენ ლუკმანს. ეტყობოდათ რომ ეშინოდათ მისი სისწრაფეების და ეთამაშებოდნენ შორიდან, რამაც განაპირობა კიდეც პირველი ორი გოლის გაშვება.(მეორე გოლში მერეტმაც ვერ ივარგა). აქედან გამომდინარე შეიძლება კონტეს შეცდომებზეც საუბარი, ალბათ სრულად ვერ აღიქვა მეტოქის მარცხენა ფლანგიდან მომდინარე საფრთხე, თორემ შეეძლო უფრო ფრთხილი სქემის მოფიქრება, მაგალითად მაძოკის დამატებით პერსონალურად ლუკმენისთვის. სადღაც ისე, როგორც გასპერინიმ იმოქმედა ხვიჩას წინააღმდეგ.(შეტევის ხარჯზე გააძლიერა დაცვა, რეტეგიც კი დასვა სკამზე) კონტე ალბათ ზედმეტად ენდო თავისი გუნდის შეტევით პოტენციალს, რომლის გამოყენება შექმნილ სიტუაციაში სრულად ვეღარ მოხერხდა, განსაკუთრებით დაბალ სისწრაფეებზე და ნაკლებად კრეატიულად მოთამაშე შოტლანდიელების ფონზე. ეს ნერეში და კომპანია კიდე მაშინ ვარგია, როცა ანგარიში მიჰყავთ. ეს არ იყო ის თამაში და სიტუაცია, რომელსაც თავისი "საქონლის" გასაპიარებლად ასე ოსტატურად იყენებს ხოლმე ნაპოლის ხელმძღვანელობა. პ.ს. შეიძლება იმის თქმა რომ არაფერი კატასტროფული ნაპოლისთვის ჯერჯერობით არ მომხდარა. პოტენციალი ნამდვილად აქვთ, ჩემპიონობისთვისაც კი. ოღონდ ესაა, რომ ზოგჯერ დიდი ტრენერებიც უშვებენ შეცდომებს, რაც თავად კონტემაც აღიარა. ეს ჩვენთანაა მიღებული, რომ ტრენერი ყოველთვის ცამდე მართალია და მის გარდა ფეხბურთზე რაიმე აზრის გამოთქმის უფლებაც კი არავის აქვს.
ამატაკი
14:17 04-11-2024
2
რამდენიმეჯერ ხვიჩა კარგ პოზიციაზე გადიოდა და პასი არ მიცეს.
ეს მწვრთნელმა უნდა დაავალოს
ლუკაკუმ საერთოდ ჩააფლავა
თენგო
10:40 04-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული