სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ვენეცია" 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ 90+8-ე წუთზე სტუმრებმა ზომერის კარი დალაშქრეს, მაგრამ წესების დარღვევა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.
„ინტერი“ 24 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 1 ქულით ჩამორჩება, მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „არსენალთან“ გამართავს, 10 ნოემბერს კი სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს.
მილანი. „სან სირო“
ინტერი - ვენეცია 1:0
გოლი: მარტინესი (65)
მასიმო მორატი ფეხბურთს უბრუნდება - "ინტერის" ყოფილი მფლობელი სერია C-ს კლუბს ყიდულობს