გამოცდილი დამრიგებელი გასულ სეზონში "კალიარის" ავარჯიშებდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და თქვა, რომ სამწვრთნელო კარიერას ასრულებს, თუმცა "ჯალოროსის" შემოთავაზებაზე უარი ვერ თქვა.
რანიერი "რომას" ორჯერ უკვე ხელმძღვანელობდა. პირველად ეს 2009/11-წლებში იყო, მეორედ კი 2019 წელს.
მოგეხსენებათ, "სტადიო ოლიმპიკოზე" სეზონი დანიელე დე როსიმ დაიწყო, რომელიც ხორვატი ივან იურიჩით ჩაანაცვლეს, მაგრამ სერია A-ს ბოლო ტურში "მგლები" საკუთარ მოედანზე "ბოლონიასთან" 2:3 დამარცხდნენ და იურიჩსაც კარისკენ მიუთითეს.
იტალიის ჩემპიონატის