"მილანმა" შესაძლოა, დანიელ მალდინი დაიბრუნოს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანმა" 2025 წლის ზაფხულში შესაძლოა, "მონცაში" გადაბარგებული 23 წლის ფორვარდი დანიელ მალდინი დაიბრუნოს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი "როსონერის" აღზრდილია და კლუბი მას ამ ზაფხულს უფასოდ შეელია და მანაც "მონცათან" კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, თუმცა შრომით ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "მილანს" ფეხბურთელის გაყიდვიდან 50%-ის მიღება შეეძლება.

ამის გარდა მალდინის კონტრაქტში წერია, რომ მისი გასხვისება იტალიურ კლუბებზე 12 მილიონად, ხოლო უცხოურებზე 15 მილიონად უნდა მოხდეს.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ინტერი", "ფიორენტინა", "ატალანტა" და "იუვენტუსიც" გამოხატავენ. შრომით ხელშეკრულებაში შესული პუნქტების მიხედვით, "როსონერიმ"
ფეხბურთელი შესაძლოა, 6 მილიონ ევროდაც დაიბრუნოს.

მალდინიმ მიმდინარე სერია A-ში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული