"ნაპოლი" "იუვენტუსის" 33 წლის მცველით, დანილოთი დაინტერესდა, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
რაც "იუვენტუსს" ტიაგო მოტა ჩაუდგა სათავეში, დანილოს სისტემატურად არ უწევს თამაში და შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდონ.
დანილო ტურინულმა კლუბმა "მანჩესტერ სიტისგან" 2019 წელს 37 მილიონ ევროდ შეიძინა. მას "იუვესთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.