კვარაცხელია ითამაშებს თუ ნერეში დაიწყებს? - სათასო მატჩი რომში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" ქვეყნის თასის ერთმატჩიან მერვედფინალში "ლაციოს" "სტადიო ოლიმპიკოზე" (70 634 მაყურებელი) ესტუმრება, რომელსაც კვირის ბოლოს სერია "ა"-ს ეგიდითაც დაუპირისპირება. სათასო შეხვედრა დღეს, 5 დეკემბერს, ჩვენი დროით გვიან ღამით (23:59 სთ) ჩატარდება.

ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლური კლუბი "კოპა იტალიას" სწორედ ამ ეტაპიდან, მერვედფინალიდან იწყებდა და აქვეც ასრულებდა. აქედან ორ შემთხვევაში გუნდში "კვარა" იყო, თუმცა მწვრთნელები როტაციას მიმართავდნენ და ლიდერებს ასვენებდნენ. კონტეს შეგირდებმა ეს ტურნირი ახლა ადრევე დაიწყეს და ვნახოთ, ანტონიო სხვის შეცდომებზე
რამდენად ისწავლის და შემადგენლობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტია, "ნაპოლი" ევროტურნირებზე არაა და ტურიდან ტურამდე მოსამზადებლად საკმაოდ დრო აქვს. თუკი ჩვენებური დაისვენებს, ნერეში დაიწყებს.

როცა ხვიჩამ "ოლიმპიკოზე" გაიტანა...

Sportall.Ge

კვარაცხელიამ "ლაციოს" პირველივე დაპირისპირებაში, "სტადიო ოლიმპიკოზე", გამარჯვების გოლი გაუტანა; ამას უკვე "მარადონაზე" მასპინძლების მარცხი მოჰყვა; რომაელებმა ნეაპოლში გასულ სეზონშიც მოიგეს, ამ გუნდების ბოლო მატჩი კი, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა, ხვიჩამ დისკვალიფიკაციის (5 გაფრთხილება) გამო გამოტოვა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ლუკა პაირეტო იქნება. ის "ნაპოლისთვის" ნაკლებად წარმატებული არბიტრია, ისე კი საკმაოდ მკაცრი - ბოლოს "ლაციოს" მატჩი რომ განსაჯა, ორი წითელი ბარათი გამოიყენა. აქვე გეტყვით, ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში "ინტერისა" და "უდინეზეს" შორის საუკეთესოს შეხვდება. თასის ამ ეტაპზე საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" უკვე გავიდა.

altთქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...

altგოგლიჩიძის გარეშე - "ემპოლი" იტალიის თასის 1/4-ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 43 /
ზურა222-ს. აღარ არიან ჩვენი ბიჭები საამაყოებიო ამბობ. საქართველოს მეორე ნახევრისთვის ტალახაძე და გენო აღარ არიან საამაყოები. ხვდები რა უბედურება დამართა ხალხს ფაქტიურად ორმა კაცმა? ასე როგორ შეიძლება ერთმანეთზე გადამტერება გემოვნების გამო. ეხლა არ თქვათ ეს გემოვნება არააო. გემოვნებაა ზუსტად და მეტი არაფერი. ქვეყნის 40% მეორე 40%-ს ეძახის მოძალადე მოღალატეს და პირიქით! ასეა ადამიანი მოწყობილი რო თავისი გემოვნება აქვს! მადრიდში დაბადებულ გაზრდილი კაცების ნახევარი რაიო ვალეკონოს გადამკვვდარი გულშემატკივარია ხოდა მიდი და უხსენი იმას რო ქალაქში სადაც რეალი და ატლეტიკოა რა რაიო ვალეკანო აგიტყდაო! ეგ უნდა და შერეცი თუ გინდა! მაგრამ ის სიმპატია სპორტს არ ცდება და როცა დრო მოდის ყველა ერთად ესპსნეთის ნაკრებს უდგას გვერდში. ასეა ამ დდაფეთქებულ პოლიტიკაშიც და ნუ გადადგით ერთმანეთი. ყველანი ქართველები ვართ და არავინ არავისზე ნაკლები პატრიოტი. შევეშვათ ერთმანეთის გემოვნების გამო მტრობას! თითოეული ზიზღის კომენტარი კატასტროფას გვაახლოვებს! გამოვლილი მაინც არ გვქონდეს. ნუ გავხდრბით ყველას დასაცინი ერთმანეთს ჭამენო. საქართველოს და ყველა მის პატრიოტს გაუმარჯოს იმის მიუხედავად რა გემოვნება აქვს!
Zaza
02:34 06-12-2024
4
რეპორტაჟი გადაიცემა ჩვენ რომელიმე არხზე?
კოტე
21:34 05-12-2024
0

სიახლეები პოპულარული