"ნაპოლი" კვარაცხელიას მიმართ იმავე შეცდომას გაიმეორებს? - ორი ტურნირის ბალანსი...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" ქვეყნის თასის ერთმატჩიან მერვედფინალში "ლაციოს" "სტადიო ოლიმპიკოზე" (70 634 მაყურებელი) ესტუმრება, რომელსაც კვირის ბოლოს სერია "ა"-ს ეგიდითაც დაუპირისპირება. სათასო შეხვედრა ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, ჩვენი დროით გვიან ღამით (23:59 სთ) ჩატარდება.

ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლური კლუბი "კოპა იტალიას" სწორედ ამ ეტაპიდან, მერვედფინალიდან იწყებდა და აქვეც ასრულებდა. აქედან ორ შემთხვევაში გუნდში "კვარა" იყო, თუმცა მწვრთნელები როტაციას მიმართავდნენ და ლიდერებს ასვენებდნენ. კონტეს შეგირდებმა ეს ტურნირი ახლა ადრევე დაიწყეს და ვნახოთ, ანტონიო სხვის შეცდომებზე
რამდენად ისწავლის და შემადგენლობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტია, "ნაპოლი" ევროტურნირებზე არაა და ტურიდან ტურამდე მოსამზადებლად საკმაოდ დრო აქვს.

როცა ხვიჩამ "ოლიმპიკოზე" გაიტანა

Sportall.Ge

კვარაცხელიამ "ლაციოს" პირველივე დაპირისპირებაში, "სტადიო ოლიმპიკოზე", გამარჯვების გოლი გაუტანა; ამას უკვე "მარადონაზე" მასპინძლების მარცხი მოჰყვა; რომაელებმა ნეაპოლში გასულ სეზონშიც მოიგეს, ამ გუნდების ბოლო მატჩი კი, რომელიც უგოლო ფრით დასტულდა, ხვიჩამ დისკვალიფიკაციის (5 გაფრთხილება) გამო გამოტოვა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ლუკა პაირეტო იქნება. ის "ნაპოლისთვის" ნაკლებად წარმატებული არბიტრია, ისე კი საკმაოდ მკაცრი - ბოლოს "ლაციოს" მატჩი რომ განსაჯა, ორი წითელი ბარათი გამოიყენა. აქვე გეტყვით, ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში "ინტერისა" და "უდინეზეს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

altთქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...

მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩა, პატივს გცემდი, მაგრამ როცა ნაცების მხარე გახდი და შენი განცხადებით წააქეზე ეს გადარეულები, როგორ გგონია მაგის მერე იმსახურებ პატივისცემას?
სირცხვილი შენ.
13:23 04-12-2024
64
შიგ ევროპულობის შიგ ევროპულობას გვართმევენ ხალხოოოოო...
ნიკუტა დაიჭირეეეეეეეეესსსსს...
ტრუპი თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა
17:54 04-12-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული