"კვარასთან" ერთად "მანქანა" ვერ შექმნა... თურმე ვცდებოდით... ხვიჩას ცოტა დააკლდა - "ნაპოლის" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ნეაპოლში რომ გემოვნებიანი ფეხბურთის მოყვარულები არიან და აქ ანტონიო კონტეს "უბურთო" სტილს მხოლოდ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ან საუკეთესო შედეგის შემთხვევაში მოიწონებენ, ამაზე თითქოს შევთანხმდით. აქვს კი გუნდს რესურსი, სატურნირო ვითარება მიმზიდველი ჰქონდეს?! - ეს შეკითხვა უფრო რიტორიკულია.

გასული სეზონი კრიზისული იყო, თუმცა კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი სინქრონულ მოქმედებას მაინც ინარჩუნებდა და ეს შეტევაში დიდ პერსპექტივებს აჩენდა. ლუკაკუ არაერთი თვისებით გამორჩეულია (უფრო საუკეთესო წლებში იყო), კონტესაც მასთან კომუნიკაცია კარგად გამოსდის, მაგრამ ბელგიელმა "კვარასთან" ერთად მძლავრი და კოორდინირებული "მანქანა" ვერ შექმნა, რომელიც ყველა მეტოქეს
დაძაფრავს.

ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, მარიო რუის პერსონალური გულშემატკივრები ვართ. ეს ასე არაა, მაგრამ ერთხელაც ვიტყვით - თუკი ანტონიო მისი საყვარელი სამმცველიანი ტაქტიკით არ თამაშობს (სადაც ბონჯორნო უკეთესი იყო), პორტუგალიელი გუნდში საჭიროა(ხვიჩა მასთან ერთად უფრო შედეგიანიც იყო). მარიოსა და ოლივერას კონკურენცია ორივეს უკეთესს ხდიდა. ახლა ვიღებთ უალტერნატივო ურუგვაელს, რადგანაც მწვრთნელის კიდევ ერთი ფავორიტი სპინაცოლა თან ცუდ სათამაშო კონდიციებშია და თანაც - დაცვით უნარებში სუსტი. წინა სეზონის შემდეგ, როცა ხვიჩას ფლანგზე ხან ამ საქმისთვის ყოვლად მოუქნელი ჟესუსიც კი რომ ვიხილეთ, როგორ ველოდით, კონტე არსებულ ვითარებას მოაგვარებდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდით. ეგ კი არა, დი ლორენცოს ცენტრში შეწევით გამოცდილი სპეციალისტი მარჯვენა ფრთასაც "კლავდა" (იმ ფონზე, როცა კაპიტანი ახალ პოზიციაზე არ ვარგოდა), გუშინ კი რამდენჯერმე ჯოვანისა და პოლიტანოს ძალიან მაგარი ინტერაქცია ვიხილეთ. ის, რაც გუნდს მარცხნივ არ აქვს.

Sportall.Ge

"ლაციოსთან" ობიექტურად ისეთი განცდა დარჩა, მოედანზე მთავარი კაცი ხვიჩა კვარაცხელია იყო, ის უბრალოდ სხვა მასშტაბისა და შესაძლებლობების ფეხბურთელია. ჩვებებური ძალიან დიდი მონდომებაც ეტყობოდა, თუმცა უბრალოდ გუნდი ვერ ახერხებს, 77-ე ნომრის საუკეთესო მხარე დაგვანახოს. ჯერ ერთი, ხვიჩა ბევრს მუშაობს დაცვაში, უწევს შეტევების წამოწყება და ამ დროს მნიშვნელოვანია, მისი მოხერხებული, დახვეწილი და შეტევის ოპტიმალურად გაგრძელების რესურსის მქონე პასებს გუნდი რა გაგრძელებას უპოვის. უკვე დავწერეთ ფლანგიდან არასათანადო დახმარებაზე, "უოსიმენობაზე", ამას ნახევარდაცვის ნაკლეპროდუქტიულობა (პრესინგის ვერდაძლევაც) ემატება და რაღა დარჩა?! ერთი რაც დარჩა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ჯარიმის სახიფათო ზონაში მოპოვება და მისი თავადვე შესრულებაა. კვარაცხელიას ეს საქმე ერთხელ კარგად გამოუვიდა, თუმცა ახლა მცირედი დააკლდა (ეს ამბავი ძალიან განიცადა).

ხოდა ზემოთჩამოთვლილი ამბებია, "ნაპოლის" ოთხეულსაც რომ საეჭვოს ხდის. კიდევ რა? კონკურენციის არარსებობა. კონტემ გაიაზრა, ნერეშისგან "კვარას" დუბლიორი რომ არ გამოვიდოდა და ის ისევ მარჯვნივ გამოიყენა, თუმცა ამით საკმაოდ აქტიური პოლიტანოს გარეშე დარჩა. ცვლილებებით გუნდმა თამაში ვერ შეცვალა და რჩებოდა განცდა, "ლაციო" სიტუაციას სრულად აკონტროლებდა. გოლის გაშვების შემდეგ ამ ფორმაციით მათამაშე ნეაპოლელების თამაში სულ უფრო უიმედო ხდება, "ატალანტამ" ეს კარგად გამოაჩინა. ასე მიიღო გუნდმა ერთ კვირაში ორი მარცხი რომაელებისგან, რომლებიც თავის მხრივ, იტალიურ გუნდებს შორის საუკეთესო ფორმაში სულაც არ არიან.

იმედს ნუ გადავიწურავთ, აგვისტოში გუნდმა ისე დაიწყო, ამდენზე ფიქრი თავხედობა იქნებოდა!..

altკვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

alt"ამ მარცხმა დაგვანახა, რომ სწორი გზით მივდივართ, მაგრამ..." - რა თქვა კონტემ "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 30 /
არ მესმის ვის რაში სჭირდება ასეთ პათოსის სტატიები, თითქოსდა კვარა იგივე კონდიციებში იყოს და ისევ სასწაულებს ჩადიოდეს მინდორზე, როგორც საჩემპიონო სეზონის პირველ ნახევარში, როდესაც ყველანი-ქომაგებიც და მცველებიც პირდაღებულნი რომ უყურებდნენ, ვითომდაც თვალშისაცემი რეგრესი არ განეცადოს და დღეისათვის ნაპოლის ერთ რიგით ფეხბურთელად არ ჩამოლაბარანტებულიყოს. ვერ ვხდები ან კვარას რა თავში სახლელად სჭირდება ეს გაუთავებელი საქილიკო ქება-დიდება...ჯერ იყო და ნაპოლი ხვიჩამ გახადა ჩემპიონიო, ოსიმენას გოლები კვარას პასებით გააქვსო, ხან რეალში გადადისო,ხან ბარსელონაში,ხანაც ლიველპოლში და ხანაც ბაიერში გადადისო, მისი ხელფასი ხომ ლამის ქართული სახემწიფოს თავსატეხი გახლდა..... შეეშვით ამ ბიჭს, აღიარეთ რომ რეგრესი აქვს და სასწრაფოდ კლუბის შეცვლა სჭირდება, რომ როგორმე მოხდეს მისი თამაშის გადატვირთვა და ისევ კარიერულ პროგრესის ხაზზე დაბრუნება. უნდა შეეგუოს რომ მისი დღემანდელი შედეგების გათვალისწინებით,როგორც კლუბში ისე ნაკრებში 100 პლიუს მილიოს არავის გადაიხდის და თამაშის გარანტიას არავინ მისცემს, ბევრი რამ თავიდან აქვს დასამტკიცებელი...
SOSO
12:09 10-12-2024
34
ხვიჩა! შეეშვი ამ ნაცების მხარდამჭერ განცხადებებს და მერე ყველაფერი კარგად წაგივა! მარტო ცალ მხარეს "მხარედ" პოზირება, არაფერს კარგს არ მოგიტანს! მეორე მხარესაც რო გაიხედო კარგი იქნება! გადამწვარი გამზირი, 150-ათი დამწვარი პოლოციელები, ქურდობა, რეკეტიორობა, რაღაც ნიღბიანთა შავრაზმელთა თარეში, და ეგ მოგწონთ?პოლიციელები თავის მოვალეობას ასრულებენ და ვინც დაეტაკება პოლიციას, მიიღებს იმას, რაც მიიღეს! დადექით სწორ გზაზე, ნუ გახდებით ნაცების მხარე, რომელთაც სათავეში მოსვლა უნდათ, ყველანაირი შავი მიზნების გამოყენებით!
რჩევა!
11:47 10-12-2024
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული