"კვარასთან" ერთად "მანქანა" ვერ შექმნა... თურმე ვცდებოდით... ხვიჩას ცოტა დააკლდა - "ნაპოლის" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ნეაპოლში რომ გემოვნებიანი ფეხბურთის მოყვარულები არიან და აქ ანტონიო კონტეს "უბურთო" სტილს მხოლოდ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ან საუკეთესო შედეგის შემთხვევაში მოიწონებენ, ამაზე თითქოს შევთანხმდით. აქვს კი გუნდს რესურსი, სატურნირო ვითარება მიმზიდველი ჰქონდეს?! - ეს შეკითხვა უფრო რიტორიკულია.

გასული სეზონი კრიზისული იყო, თუმცა კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი სინქრონულ მოქმედებას მაინც ინარჩუნებდა და ეს შეტევაში დიდ პერსპექტივებს აჩენდა. ლუკაკუ არაერთი თვისებით გამორჩეულია (უფრო საუკეთესო წლებში იყო), კონტესაც მასთან კომუნიკაცია კარგად გამოსდის, მაგრამ ბელგიელმა "კვარასთან" ერთად მძლავრი და კოორდინირებული "მანქანა" ვერ შექმნა, რომელიც ყველა მეტოქეს
დაძაფრავს.

ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, მარიო რუის პერსონალური გულშემატკივრები ვართ. ეს ასე არაა, მაგრამ ერთხელაც ვიტყვით - თუკი ანტონიო მისი საყვარელი სამმცველიანი ტაქტიკით არ თამაშობს (სადაც ბონჯორნო უკეთესი იყო), პორტუგალიელი გუნდში საჭიროა(ხვიჩა მასთან ერთად უფრო შედეგიანიც იყო). მარიოსა და ოლივერას კონკურენცია ორივეს უკეთესს ხდიდა. ახლა ვიღებთ უალტერნატივო ურუგვაელს, რადგანაც მწვრთნელის კიდევ ერთი ფავორიტი სპინაცოლა თან ცუდ სათამაშო კონდიციებშია და თანაც - დაცვით უნარებში სუსტი. წინა სეზონის შემდეგ, როცა ხვიჩას ფლანგზე ხან ამ საქმისთვის ყოვლად მოუქნელი ჟესუსიც კი რომ ვიხილეთ, როგორ ველოდით, კონტე არსებულ ვითარებას მოაგვარებდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდით. ეგ კი არა, დი ლორენცოს ცენტრში შეწევით გამოცდილი სპეციალისტი მარჯვენა ფრთასაც "კლავდა" (იმ ფონზე, როცა კაპიტანი ახალ პოზიციაზე არ ვარგოდა), გუშინ კი რამდენჯერმე ჯოვანისა და პოლიტანოს ძალიან მაგარი ინტერაქცია ვიხილეთ. ის, რაც გუნდს მარცხნივ არ აქვს.

Sportall.Ge

"ლაციოსთან" ობიექტურად ისეთი განცდა დარჩა, მოედანზე მთავარი კაცი ხვიჩა კვარაცხელია იყო, ის უბრალოდ სხვა მასშტაბისა და შესაძლებლობების ფეხბურთელია. ჩვებებური ძალიან დიდი მონდომებაც ეტყობოდა, თუმცა უბრალოდ გუნდი ვერ ახერხებს, 77-ე ნომრის საუკეთესო მხარე დაგვანახოს. ჯერ ერთი, ხვიჩა ბევრს მუშაობს დაცვაში, უწევს შეტევების წამოწყება და ამ დროს მნიშვნელოვანია, მისი მოხერხებული, დახვეწილი და შეტევის ოპტიმალურად გაგრძელების რესურსის მქონე პასებს გუნდი რა გაგრძელებას უპოვის. უკვე დავწერეთ ფლანგიდან არასათანადო დახმარებაზე, "უოსიმენობაზე", ამას ნახევარდაცვის ნაკლეპროდუქტიულობა (პრესინგის ვერდაძლევაც) ემატება და რაღა დარჩა?! ერთი რაც დარჩა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ჯარიმის სახიფათო ზონაში მოპოვება და მისი თავადვე შესრულებაა. კვარაცხელიას ეს საქმე ერთხელ კარგად გამოუვიდა, თუმცა ახლა მცირედი დააკლდა (ეს ამბავი ძალიან განიცადა).

ხოდა ზემოთჩამოთვლილი ამბებია, "ნაპოლის" ოთხეულსაც რომ საეჭვოს ხდის. კიდევ რა? კონკურენციის არარსებობა. კონტემ გაიაზრა, ნერეშისგან "კვარას" დუბლიორი რომ არ გამოვიდოდა და ის ისევ მარჯვნივ გამოიყენა, თუმცა ამით საკმაოდ აქტიური პოლიტანოს გარეშე დარჩა. ცვლილებებით გუნდმა თამაში ვერ შეცვალა და რჩებოდა განცდა, "ლაციო" სიტუაციას სრულად აკონტროლებდა. გოლის გაშვების შემდეგ ამ ფორმაციით მათამაშე ნეაპოლელების თამაში სულ უფრო უიმედო ხდება, "ატალანტამ" ეს კარგად გამოაჩინა. ასე მიიღო გუნდმა ერთ კვირაში ორი მარცხი რომაელებისგან, რომლებიც თავის მხრივ, იტალიურ გუნდებს შორის საუკეთესო ფორმაში სულაც არ არიან.

იმედს ნუ გადავიწურავთ, აგვისტოში გუნდმა ისე დაიწყო, ამდენზე ფიქრი თავხედობა იქნებოდა!..

altკვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

alt"ამ მარცხმა დაგვანახა, რომ სწორი გზით მივდივართ, მაგრამ..." - რა თქვა კონტემ "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 33 /
ხვიჩა! შეეშვი ამ ნაცების მხარდამჭერ განცხადებებს და მერე ყველაფერი კარგად წაგივა! მარტო ცალ მხარეს "მხარედ" პოზირება, არაფერს კარგს არ მოგიტანს! მეორე მხარესაც რო გაიხედო კარგი იქნება! გადამწვარი გამზირი, 150-ათი დამწვარი პოლოციელები, ქურდობა, რეკეტიორობა, რაღაც ნიღბიანთა შავრაზმელთა თარეში, და ეგ მოგწონთ?პოლიციელები თავის მოვალეობას ასრულებენ და ვინც დაეტაკება პოლიციას, მიიღებს იმას, რაც მიიღეს! დადექით სწორ გზაზე, ნუ გახდებით ნაცების მხარე, რომელთაც სათავეში მოსვლა უნდათ, ყველანაირი შავი მიზნების გამოყენებით!
რჩევა!
10 დეკემბერი 2024 11:47
50
1000000000000000000000000000000000000000000%-იანი მართალი ხარ! ევრო კავშირმა თვითონ განაცხადა, რო 2030წლამდე გაფართოება არ იქნებაო! ამიტომ ეგ აქციები უნდა გაგემართათ ევროკავშირის ოფისთან და არა პარლამენტთან, კობახიძემ რა სთქვა, რო აღარ გვინდაო ევრო კავშირიო? კაით რა? უბრალოდ მიზეზი გჭირდებიდათ გადატრიალებისთვის. მიდით ნაცების დაკრულზე იცეკვეთ და დაანგრიეთ ქვეყანა. ვაი მართლა ვის ემსახურებით?!
რჩევას
10 დეკემბერი 2024 13:53
12
ნაპოლის დღევანდელი თამაში ძალიან გავს ერთ დროს სუსტი საქართველოს ნაკრების თამაშს, მუდმივი უკან პასები, ბურთის თრევა, ერთმანეთის ვერ დანახვა თუ დამალვა და საჯარიმოსთან რის ვაი-ვაგლახით მისული ფეხბურთელების უკან წამოსვლა და მეკარემდე ბურთის ჩამოტანა, პლიუს ამას გყავდეს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა ვინგერი რომელმაც თავისი სატრანსფერო ფასი მარცხენა ვინგერათ თამაშის დროს აწია და შენ იყენებდე მარცხენა მცველად არ მესმის, თუ მარცხენა მცველი ჭირდებოდათ გაეყიდათ კვარა და მაგ 100-მილიონად დაცვის ორივე ფლანგზე დღეს-დღეობით საუკეთესოებს იყიდიდნენ და კვარაც ამოისუნთქებდა ამ დაუნახავებისგან,,რაც შეეხება კვარას ან წამო ძმაო მაგ გუნდიდან ან კიდე მოაგვარე მაგ კონტრაქტის საქმე და ითამაშე ფეხბურთი ასე არ გამოვა სუპერვარსკვლავის მოლოდინი გვქონდა და არ დაუშვა რო ჩვეულებრივ ფეხბურთელად გაქციონ ეს ერთი და მერე მეორე კიდე შენს განცხადებასთან დაკავშირებით აგერ ერთ-ერთი ყველაზე დედა მოტყნული ნაცი გია ჭანტურია რომლის თავშიც იხარშებოდა ის თუ როგორი სისასტიკით უნდა ემართათ ქვეყანა გამოვიდა და იძახის აგერ კვარა ჩვენიანია და იმედია სხვებიც კვარასავით მოიქცევიან ნაკრებში და ვინც არ მოიქცევა გარიყეთ და პასი არ მიცეთო, ანუ ჯერ ის რო მაგით ხელს აწერენ ნაკრების მარცხს და მერე მეორე ის რო ცდილობენ ნაკრების დალაგებული გასახდელი ისე არიონ როგორც ქვეყანას ურევენ და ეს მოიტანა იმ თქვენმა განცხადებებმა თქვენი გაგებით ძალადობის წინააღმდეგ რო გააკეთეთ რამოდენიმე ფეხბურთელმა, ხოდა ახლა ნება იბოძეთ გამოეთესლეთ ყველა და გაცხადებულად თქვით ვინ ხართ ნაცი და ვინ ნეიტრალურ პოზიციაში, ვინაიდან თქვენიანად გთვლიან ყველას ვინც განცხადება გაავრცელეთ და ამით ძალადობას უკვე ნაკრებში უყრიან საფუძველს იმ ნაკრებში რომელი ნაკრებიც ფეხებზე ეკიდათ თავის დროზე სტადიონებიც დაუნგრიეს და რეიტინგშიც 155-ადგილზე ვიყავით ნაცების მთავრობაში ყოფნის დროს,,ნაცი კვარა კიარა პაპაჩემი რო გააცოცხლონ ის არ მინდა, ვინც ნაკრებში ჩემიანად ან სხვისიანად დაყოფას გაბედავს გააჯმევინეთ ნაკრებიდან ყველას გინდა კვარა იყოს გინდა ბუდუ და გინდა ქოჩორა, ნაკრები უნდა იყოს პოლიტიკისგან სუფთა ფეხბურთელების გუნდი, მით უმეტეს მოღალატე და ადამიანების მწამებელი და მხოცავი პარტიის თაყვანისმცემლები არ უნდა იყვნენ ნაკრებში, დავინახეთ გუნდში პოლიტიკის შემტანი ფეხბურთელების აზროვნება და გაგება რამდენად უცხოა ქართული აზროვნებისგან და რამდენად დაგვაზარალა მაგ აზროვნებამ ბოლო თამაშებში, ვისაც პოლიტიკოსობა გნებავთ მიბაძეთ ოცნების მომხრე სპორტსმენებს დაასრულეთ კარიერა და იპოლიტიკოსეთ რამდენიც გინდათ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ არა პოლიტიკა და პოლიტიკის ბინძური მხარე უკრაინასთან ორ ბავშვურ შეცდომას არ დაუშვებდით და ორივე თამაშს მოვიგებდით მიუხედავად ზოგიერთი დედა მოტყნულის გამონათქვამებისა უკრაინა ომშია ჩვენზე მეტად ჭირდება თამაშიო და დღეს განა გადარჩენისთვის ვიბრძოლებდით მსოფლიოზე მოსახვედრი საგზურისთვის გვექნებოდა თამაშები,,ფედერაციას მივმართავ კიდე გაიხსენეთ როგორ გაყარეს ნაკრებიდან ნაცებმა ყველა ის ფეხბურთელი რომელიც ნაცებს ტაშს არ უკრავდა თქვენ კიდე ის მაინც მოახერხეთ რო პოლიტიკის ნაკრებში შეტანა ვერავინ გაბედოს და თუ გაბედავს გაუშვით ყველა ვინც მაგას კადრულობს და ვინც კადრულობს ვხვდებით და ვხედავთ ყველა,,შეიძლება ფიქრობთ რო კოლექტიური ნაცები იმას არ იკადრებენ რო ნაკრებში სიტუაცია არიონ და ნაკრების წაგებები და ცუდი თამაში გამოიწვიონ ეს ხო მათი ქვეყანაც არი და რატო უნდა უნდოდეთ მათი ქვეყნის მარცხი, თუმცა გადახედეთ დღემდე როგორი აზროვნებით მოვიდნენ ნაცები მათთვის სულ ერთია ჩვენი ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში იქნება თუ კარგში, ნათქვამიც ხო აქვთ თუ გიულიჩა არ იქნება ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოსგანო, ანუ მათი აზროვნება და მართვის სტილია ეგ თუ თვითონ იქნებიან მთავრობაში ჭამონ და იგულაონ ქართველი ხალხის ხარჯზე ხოლო თუ გავბედავთ და გადავირჩევთ და თვითონ აღარ იქნებიან მთავრები მაშინ ქვეყანაც ფეხებზე კიდიათ და ხალხიც რაც პირადადაც თქვეს და მოქცევითაც ამტკიცებენ ყოველდღე ქვეყნის და ხალხის დასანქცირების ხვეწნით, რო დაგვასანქცირონ და დაუშვათ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ ნაცების ხვეწნა მუდარის გამო როგორ გგონიათ ვინ დაზარალდება?? თვითონ დეპუტატის ვიზით ჩვეულებრივად ივლიან ნაცებიც და ოცნების დეპუტატებიც და ჩვენ ხალხი დავრჩებით პირღია და ამას როცა მიხვდებით გვიან იქნება და მოგტყვნიათ დედის მუტლები მერე ყველას ვინც დღეს ესე გაუგებრობთ და სიმართლის თავში შეშვება არ გინდათ,,ერთ დღესაც მაგ სახადს მოვიშორებთ რასაც ნაცები ქვია და მერე დღეს ვინც მიტინგობთ და ქვეყანას ანგრევთ რა პირით უნდა იცხოვროთ საქართველოში?? ისე არ გამოვიდეს თითქოს ოცნების ტყუილიც მჯერა და სხვისი სიმართლეც არა თუმცა ოცნება ფაქტებით, წლებით,თვეებით და სექტორ-სექტორ გვეუბნება წამოგვყევით და ყველა სფეროში და სექტორში დაგიმტკიცებთ ფაქტებით ჩვენს სიმართლესო მეორე მხარეს კიდე არის ძალა რომელიც რასაც იძახის დღემდე არაფერი შეუსრულებია,პლიუს მაგათი მთავრობაში ყოფნის წლებიც გვახსოვს და ისედაც უყურებთ როგორ ტყუილებს კადრულობენ და როგორ გვეუბნებიან თეთრზე შავს და რავიცი რის მიხედვით დავიჯერო ოპოზიციის?? მთავრობა გეუბნებათ თქვენი ტოპ ტვინებიდან საუკეთესო ათი ტოპ ტვინი შეარჩიეთ და სადაც გინდათ დავსხდეთ და განვიხილოთ ვინ იძახის ტყუილს და ვინ მართალსო, ხან ტელევიზიაში შევარდით ხან პარლამენტის შენობა გაანადგურეთ ხან რა მოიფიქრეთ ხან კიდე რა და მაინც არ შეხვდით ადამიანს რო ლაივში გესაუბრათ და გაგვეგო რომელი მხარე ტყუის და ამის შემდეგ ისევ გამოდიხართ და უნამუსოდ გაიძახით ეს მთავრობა გვატყუებს და ჩვენ მართლები ვართო, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო თქვენზეა ნათქვამი, თუ მართლები ხართ რატო არ ხვდებით პრემიერმინისტრს პირდაპირ ეთერში? თუ ეს მთავრობა რუსეთში მიგვათრევს რატო ვერ უმტკიცებთ? იმ ენა ბლუ ყლეს ტოპ-ტვინები რო გონია თავისი თავიც და მისი თანაპარტიელებიც ტოპ ტვინები კიარა ტოპ ყლეები ხართ ბიძია ერთ კაცს ვერ შეხვდით რო თქვენი არარსებული სიმართლე დაგემტკიცებინათ,,ანუ რა გამოდის ნაციკების გამარჯვებამდე უნდა ვატაროთ არჩევნები? ნაციკების გამარჯვებამდე უნდა იმიტინგოთ და წვაათ ქვეყანა თუ რაარი თქვენი საბოლოო მიზანი?? სიმართლისთვის რო თქვენ არ იბრძვით და სიმართლე რო თქვენს მხარეს არაა ყოველდღე გიმტკიცებთ პრემიერმინისტრი ბრიფინგების საშუალებით მარტო დგას ადამიანი და ოპოზიციის 20-ჟურნალისტი ხან რა კითხვას უსვავს ხან რას გააფთრებულები თუმცა ყველაფერზე აქვს პასუხი მთავრობას და იმიტომაც არის მშვიდად, მართალი ადამიანი ქვაზე მაგარიაო
gel-100
09 დეკემბერი 2024 20:48
20
100 % მართალი ხარ ძმაო და ძალიან ბევრის სათქმელიც თქვი ! ის არაკაცი ვირთხები წრიპინებენ არჩევნები გაყალბდაო მთავრობა და ხალხი ეუბნებათ ერთი ფაქტი დადეთო და ისინი დებილებივით იმეორებენ არის ფაქტები და მერე დავდებთო ! მერე როდის 10 წლის მერე ? თუ რამე გაქვთ რას ელოდებით ? ეხლა დადეთ თქვე იდიოტებო რომ მაგალითად მეც დაგიჯეროთ და ხალხის უმრავლესობ დაგიდგეთ გვერდით და მოგიყვანონ ხელისუფლებაში მაგრამ რაც არ გაქვთ რას დადებთ ? იგივეა დებატებში უარის თქმაც --გეუბნებათ კაცი მე მარტო ვიქნები და თქვენ 10 კაცი შეარჩიეთ და დავჯდეთ პირდაპირ ეთერშიო და ამაზეც კი უარს იძახით იმიტომ რომ იცით 10-0 ს მოგიგებთ ის ერთი კაცი !
zura222
09 დეკემბერი 2024 23:46
15
ეს აჯაფსანდალი ამ კაცის ტვინში იხარშება? ყოჩაღ მაგას! ისე არც ერთი ფეხბურთელი პოლიტიკურ კლიპებში არ ყოფილა გარდა ოთხი ქოცი ფეხბურთელისა
gogi
10 დეკემბერი 2024 00:34
20
ყველა გამოხმაურება
ვინც ადევნებს თვალს წლევანდელ ნაპოლის,დიდი ექპერტობა არ სჭირდება,რომ დაინახო,აქამდე ნაპოლი ბევრად გამართლებების ხარჯზე მოვიდა,ვიდრე აწყობილ დაწყობილი თამაშით.ყოველთვის არ გაგიმართლებს და ნაპოლიც იწყებს უკუსვლას,რაც რეალობის შედეგია.ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.ფაქტიურად ხვიჩას გარდა ყველა საშუალო და დაბალ დონეზე თამაშობს.კონტეს ფეხბურთი კი ხვიჩას ეფექტურობასაც ანახევრებს.თუ გინდა კვარამ შედეგი დაგიდოს,არ უნდა დაავალო დაცვაში მცველივით თამაში.ეს არაა მისი საქმე და თავდასხმაში გადასვლაც უგვიანდება.თავიდანვე ვფიქრობდი,რომ კონტეს ფეხბურთი არ იყო კვარასთვის საუკეთესო.ასეც არის.

მირო
09 დეკემბერი 2024 14:56
2
ცუდას რად უნდა მტერობა.... შეჭამეს ეს ბიჭი მაგრამ ვერ მოჭამენ:) წამატებები კვარა....
ჯიმა
09 დეკემბერი 2024 18:26
3
4-5-1 ტაქტიკით ათამაშებს კონტე გუშინაც გამოჩნდა რომ კვარას დაცვით ფუნქციები უფრო აბარია ვიდრე შეტევითი მისგან გოლს ითხოვენ 60-70 მეტრას რომ გაირბენ გაეხსნები დქ პას არ გაძლევენ ცოტა არ იყოს ცუდად ჩანს. კვარამ უნდა დატოვოს ნაპოლი....
ემიგრანტი
09 დეკემბერი 2024 16:10
5
მთელი იტალიური პრესა აჭრელებულია ლაურენტისის კრიტიკთ და მართლებიც არიან ! ნერეშის შესახებ კითხეს კვარაცხელიას ვერ ცვლისო და რატომ გამოგყავთ ასე ხშირად კვარას მაგივრადო და იმ ბებერმა იდიოტმა წუწურაქმა უპასუხა--ნერეშში ფიული გვაქვს გადახდილი დიდ ხელფასსაც ვუხდით და ხომ უნდა აანაზღაუროს ის ხარჯებიო ! აი მარტო ამ პასუხითაც ჩანს რა ტიპია და ვინ აყენებს ნაპოლიში შემადგენლობას ! გასაკვირია მეორე ადგილზე რომ არიან და არა სადღაც მე-15 ზე !
zura222
09 დეკემბერი 2024 23:13
1
მოდი ობიექტურები ვიყოთ - გარდა იმისა რომ გუნდი არაა ბოლოდე აწყობილი, ხვიჩაც ვერ არის ფორმაში აშკარად. წინა თამაშშიც პასები გააფუჭა, ახლა დარტმებში იყო ძალიან არა ზუსტი. აღარაფერს ვამბობ, რომ კაცის მოტყუებაც უჭირს ძირითად შემთხვევებში.
რაც შეეხება ლუკაკუს, აშკარაა რომ ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში ნაპოლიც უკეთესი იქნებოდა და ხვიჩაც.
gogi
10 დეკემბერი 2024 00:39
7
მე გენიოსმა გუშინ დავდე ტოტალიზატორში ფლამენგო 2,5+
ვოლფსბურგი 2,5+
და ატლეტიკოს და ნაპოლის შორის არჩევანი ნაპოლიზე გავაკეთე 3,5+
პირველი ორი დაჯდა და მეთქი იქნება ხვიჩამ გაიბრწყინა,ლუკაკუმ ილუკაკუს და ა.შ. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო ისე დაჯდა.
მე-ოპტიმისტი,ვისაც პირადი ინტერესი მქონდა გოლების ვუყურებდი თამაშს და ვხვდებოდი რომ აქ შანსი 0,0001% იყო გოლების გატანის.
რაღაცნაერად ათამაშებს კონტე გუნდს,უფანტაზიოდ.ხვიჩა.კუთხეშია მოქცეული და გუნდი ფაფხურობს.
სპალეტის დროინდელი გუნდი ჯობდა 2 თავით
Levani
09 დეკემბერი 2024 14:29
2
მართალი ხართ სულ კუთხურის ალამთან მიიწევს ემანდ კარის სიახლოვეს რამე გაუგებრობაში არ მოვხდე და შემთხვევით გოლი არ შევაგდოო
გიორგი
11 დეკემბერი 2024 09:03
0
უცხოს და საუცხოოს ამბავია. ჯერ ერთი რატო უნდა მივიღოთ იტალიელების აზრი უპირობოდ? ზისტად ჩვენი უნდა ვწეროთ. რას არ ეთანხმებიან, კვარა ცუდიაო? ლიკაკუ კარგიაო? თუ ოლივერა წყვეტს ციდან ვარსკვლავებსო?
კაჭკაჭი
09 დეკემბერი 2024 17:49
2
არ მესმის ვის რაში სჭირდება ასეთ პათოსის სტატიები, თითქოსდა კვარა იგივე კონდიციებში იყოს და ისევ სასწაულებს ჩადიოდეს მინდორზე, როგორც საჩემპიონო სეზონის პირველ ნახევარში, როდესაც ყველანი-ქომაგებიც და მცველებიც პირდაღებულნი რომ უყურებდნენ, ვითომდაც თვალშისაცემი რეგრესი არ განეცადოს და დღეისათვის ნაპოლის ერთ რიგით ფეხბურთელად არ ჩამოლაბარანტებულიყოს. ვერ ვხდები ან კვარას რა თავში სახლელად სჭირდება ეს გაუთავებელი საქილიკო ქება-დიდება...ჯერ იყო და ნაპოლი ხვიჩამ გახადა ჩემპიონიო, ოსიმენას გოლები კვარას პასებით გააქვსო, ხან რეალში გადადისო,ხან ბარსელონაში,ხანაც ლიველპოლში და ხანაც ბაიერში გადადისო, მისი ხელფასი ხომ ლამის ქართული სახემწიფოს თავსატეხი გახლდა..... შეეშვით ამ ბიჭს, აღიარეთ რომ რეგრესი აქვს და სასწრაფოდ კლუბის შეცვლა სჭირდება, რომ როგორმე მოხდეს მისი თამაშის გადატვირთვა და ისევ კარიერულ პროგრესის ხაზზე დაბრუნება. უნდა შეეგუოს რომ მისი დღემანდელი შედეგების გათვალისწინებით,როგორც კლუბში ისე ნაკრებში 100 პლიუს მილიოს არავის გადაიხდის და თამაშის გარანტიას არავინ მისცემს, ბევრი რამ თავიდან აქვს დასამტკიცებელი...
SOSO
10 დეკემბერი 2024 12:09
36
1. არის თუ არა იგივე კონდიციებში რაც პირველ სეზონში? ჯანდაბას ტექნიკურ და ტაქტიკური მონაცემები არ გინახავს შესაბამის სტატიებზე, მაგრამ მარტივი არითმეტიკაც არ იცი. სეზონის დაახლოებით მესამედია განვლილი და აქვს 5+3, ანუ თუ ასეთი ტემპით გააგრძელა სეზონის ბოლოს უხეში დათვლით 15+9 ექნება რაც წინა ორივე სეზონზე უკეთესი მაჩვენებელია! წარმატებულ დრიბლინგებიზე, საგოლე შეტევებში მონაწოლეობაზე, წინასაგოლე გადაცემბზე აღარაფერს ვამბობ რაც ასევე გაუმჯობესებული აქვს.
2. ნაპოლის რიგითი მოთამაშეა?! მთელი ნეაპოლი გადარეულია მაკტომინეის ჩამოყვანით რომელსაც სულ 2 გოლი აქვს გატანილი! ხვიჩა კი გუნდის ბომბარდირი და შეტევის სული და გულია! 5 გოლის ავტორი სეზონის ამ ეტაპზე რიგითი ფეხბურთელი ფიზიკურად ვერ იქნება! სამწყხაროდ ფეხბურთიც არ გესმის და კომენტარებს წერ!
3. რატომ ვამბობდით რომ ნაპოლი ხვიჩამ გახადა ჩემპონიო? ჩვენ კი არა სერია ამ თქვა და აღიარა როდესაც ლიგის საიკეთესო ფეხბურთელად აღიარა. რატო ხვიჩა და არა ოსინენი? ოსიმენი მანდ წინა სეზონშიც იყო (და ყველა დანარჩენი სპალეტიანად ) მაგრამ ჩემპიონები კვარას მისვლის შემდეგ გახდნენ “რატომღაც”.
4. რატო წერთ რომ რეალს, ბარსას, ლივერპულს უნდათო? თავად ამ კლუბებთან დაახლოვებული სპეციალისტები წერენ და ქართულმს მედიამ გაატაროს?
5. არ ღირს 100 მილიონიო? ფაქტია რომ 110 მილიონად არ გაყიდეს ამ ზაფხულს პსჟ-ში და ეენ იძახე არ ღირსო!
Zaza
10 დეკემბერი 2024 19:20
0
ევროპას და სად მივდივართ ყვირილს შეეშვას და ყველაფერი კარგად იქნება
ნაპოლეონი
10 დეკემბერი 2024 19:35
5

სიახლეები პოპულარული