"კვარასთან" ერთად "მანქანა" ვერ შექმნა... თურმე ვცდებოდით... ხვიჩას ცოტა დააკლდა - "ნაპოლის" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ნეაპოლში რომ გემოვნებიანი ფეხბურთის მოყვარულები არიან და აქ ანტონიო კონტეს "უბურთო" სტილს მხოლოდ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ან საუკეთესო შედეგის შემთხვევაში მოიწონებენ, ამაზე თითქოს შევთანხმდით. აქვს კი გუნდს რესურსი, სატურნირო ვითარება მიმზიდველი ჰქონდეს?! - ეს შეკითხვა უფრო რიტორიკულია.

გასული სეზონი კრიზისული იყო, თუმცა კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი სინქრონულ მოქმედებას მაინც ინარჩუნებდა და ეს შეტევაში დიდ პერსპექტივებს აჩენდა. ლუკაკუ არაერთი თვისებით გამორჩეულია (უფრო საუკეთესო წლებში იყო), კონტესაც მასთან კომუნიკაცია კარგად გამოსდის, მაგრამ ბელგიელმა "კვარასთან" ერთად მძლავრი და კოორდინირებული "მანქანა" ვერ შექმნა, რომელიც ყველა მეტოქეს
დაძაფრავს.

ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, მარიო რუის პერსონალური გულშემატკივრები ვართ. ეს ასე არაა, მაგრამ ერთხელაც ვიტყვით - თუკი ანტონიო მისი საყვარელი სამმცველიანი ტაქტიკით არ თამაშობს (სადაც ბონჯორნო უკეთესი იყო), პორტუგალიელი გუნდში საჭიროა(ხვიჩა მასთან ერთად უფრო შედეგიანიც იყო). მარიოსა და ოლივერას კონკურენცია ორივეს უკეთესს ხდიდა. ახლა ვიღებთ უალტერნატივო ურუგვაელს, რადგანაც მწვრთნელის კიდევ ერთი ფავორიტი სპინაცოლა თან ცუდ სათამაშო კონდიციებშია და თანაც - დაცვით უნარებში სუსტი. წინა სეზონის შემდეგ, როცა ხვიჩას ფლანგზე ხან ამ საქმისთვის ყოვლად მოუქნელი ჟესუსიც კი რომ ვიხილეთ, როგორ ველოდით, კონტე არსებულ ვითარებას მოაგვარებდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდით. ეგ კი არა, დი ლორენცოს ცენტრში შეწევით გამოცდილი სპეციალისტი მარჯვენა ფრთასაც "კლავდა" (იმ ფონზე, როცა კაპიტანი ახალ პოზიციაზე არ ვარგოდა), გუშინ კი რამდენჯერმე ჯოვანისა და პოლიტანოს ძალიან მაგარი ინტერაქცია ვიხილეთ. ის, რაც გუნდს მარცხნივ არ აქვს.

Sportall.Ge

"ლაციოსთან" ობიექტურად ისეთი განცდა დარჩა, მოედანზე მთავარი კაცი ხვიჩა კვარაცხელია იყო, ის უბრალოდ სხვა მასშტაბისა და შესაძლებლობების ფეხბურთელია. ჩვებებური ძალიან დიდი მონდომებაც ეტყობოდა, თუმცა უბრალოდ გუნდი ვერ ახერხებს, 77-ე ნომრის საუკეთესო მხარე დაგვანახოს. ჯერ ერთი, ხვიჩა ბევრს მუშაობს დაცვაში, უწევს შეტევების წამოწყება და ამ დროს მნიშვნელოვანია, მისი მოხერხებული, დახვეწილი და შეტევის ოპტიმალურად გაგრძელების რესურსის მქონე პასებს გუნდი რა გაგრძელებას უპოვის. უკვე დავწერეთ ფლანგიდან არასათანადო დახმარებაზე, "უოსიმენობაზე", ამას ნახევარდაცვის ნაკლეპროდუქტიულობა (პრესინგის ვერდაძლევაც) ემატება და რაღა დარჩა?! ერთი რაც დარჩა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ჯარიმის სახიფათო ზონაში მოპოვება და მისი თავადვე შესრულებაა. კვარაცხელიას ეს საქმე ერთხელ კარგად გამოუვიდა, თუმცა ახლა მცირედი დააკლდა (ეს ამბავი ძალიან განიცადა).

ხოდა ზემოთჩამოთვლილი ამბებია, "ნაპოლის" ოთხეულსაც რომ საეჭვოს ხდის. კიდევ რა? კონკურენციის არარსებობა. კონტემ გაიაზრა, ნერეშისგან "კვარას" დუბლიორი რომ არ გამოვიდოდა და ის ისევ მარჯვნივ გამოიყენა, თუმცა ამით საკმაოდ აქტიური პოლიტანოს გარეშე დარჩა. ცვლილებებით გუნდმა თამაში ვერ შეცვალა და რჩებოდა განცდა, "ლაციო" სიტუაციას სრულად აკონტროლებდა. გოლის გაშვების შემდეგ ამ ფორმაციით მათამაშე ნეაპოლელების თამაში სულ უფრო უიმედო ხდება, "ატალანტამ" ეს კარგად გამოაჩინა. ასე მიიღო გუნდმა ერთ კვირაში ორი მარცხი რომაელებისგან, რომლებიც თავის მხრივ, იტალიურ გუნდებს შორის საუკეთესო ფორმაში სულაც არ არიან.

იმედს ნუ გადავიწურავთ, აგვისტოში გუნდმა ისე დაიწყო, ამდენზე ფიქრი თავხედობა იქნებოდა!..

altკვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

alt"ამ მარცხმა დაგვანახა, რომ სწორი გზით მივდივართ, მაგრამ..." - რა თქვა კონტემ "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 33 /
ზაზა შენ დააჯვი ამ პოლიტ კომენტარების პატრონებს თავზე გზაგზა
ზაზას
16 დეკემბერი 2024 11:10
0
ბატონო სოსო!! 200% სიმართლეს ქადაგებთ.ერთი ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული ფეხბურთელის დონეზე ჩამოლაბორანტდა ,,კვარადონა". ასე იცის ბრბოს უზომო ქება დიდებას აყოლამ.
ვაგნერი ჯანაშია
15 დეკემბერი 2024 13:58
3
კვარა სწორ გზაზე დგას,საქართველოს მხარეს არის და არა რომელიმე პარტიის.
არ არის საჭირო ამდენი ტვინგაციებულების კომენტარები.
მიხეილ ბიძინოვიჩი
15 დეკემბერი 2024 09:23
0
არ მესმის ვის რაში სჭირდება ასეთ პათოსის სტატიები, თითქოსდა კვარა იგივე კონდიციებში იყოს და ისევ სასწაულებს ჩადიოდეს მინდორზე, როგორც საჩემპიონო სეზონის პირველ ნახევარში, როდესაც ყველანი-ქომაგებიც და მცველებიც პირდაღებულნი რომ უყურებდნენ, ვითომდაც თვალშისაცემი რეგრესი არ განეცადოს და დღეისათვის ნაპოლის ერთ რიგით ფეხბურთელად არ ჩამოლაბარანტებულიყოს. ვერ ვხდები ან კვარას რა თავში სახლელად სჭირდება ეს გაუთავებელი საქილიკო ქება-დიდება...ჯერ იყო და ნაპოლი ხვიჩამ გახადა ჩემპიონიო, ოსიმენას გოლები კვარას პასებით გააქვსო, ხან რეალში გადადისო,ხან ბარსელონაში,ხანაც ლიველპოლში და ხანაც ბაიერში გადადისო, მისი ხელფასი ხომ ლამის ქართული სახემწიფოს თავსატეხი გახლდა..... შეეშვით ამ ბიჭს, აღიარეთ რომ რეგრესი აქვს და სასწრაფოდ კლუბის შეცვლა სჭირდება, რომ როგორმე მოხდეს მისი თამაშის გადატვირთვა და ისევ კარიერულ პროგრესის ხაზზე დაბრუნება. უნდა შეეგუოს რომ მისი დღემანდელი შედეგების გათვალისწინებით,როგორც კლუბში ისე ნაკრებში 100 პლიუს მილიოს არავის გადაიხდის და თამაშის გარანტიას არავინ მისცემს, ბევრი რამ თავიდან აქვს დასამტკიცებელი...
SOSO
10 დეკემბერი 2024 12:09
36
ევროპას და სად მივდივართ ყვირილს შეეშვას და ყველაფერი კარგად იქნება
ნაპოლეონი
10 დეკემბერი 2024 19:35
5
1. არის თუ არა იგივე კონდიციებში რაც პირველ სეზონში? ჯანდაბას ტექნიკურ და ტაქტიკური მონაცემები არ გინახავს შესაბამის სტატიებზე, მაგრამ მარტივი არითმეტიკაც არ იცი. სეზონის დაახლოებით მესამედია განვლილი და აქვს 5+3, ანუ თუ ასეთი ტემპით გააგრძელა სეზონის ბოლოს უხეში დათვლით 15+9 ექნება რაც წინა ორივე სეზონზე უკეთესი მაჩვენებელია! წარმატებულ დრიბლინგებიზე, საგოლე შეტევებში მონაწოლეობაზე, წინასაგოლე გადაცემბზე აღარაფერს ვამბობ რაც ასევე გაუმჯობესებული აქვს.
2. ნაპოლის რიგითი მოთამაშეა?! მთელი ნეაპოლი გადარეულია მაკტომინეის ჩამოყვანით რომელსაც სულ 2 გოლი აქვს გატანილი! ხვიჩა კი გუნდის ბომბარდირი და შეტევის სული და გულია! 5 გოლის ავტორი სეზონის ამ ეტაპზე რიგითი ფეხბურთელი ფიზიკურად ვერ იქნება! სამწყხაროდ ფეხბურთიც არ გესმის და კომენტარებს წერ!
3. რატომ ვამბობდით რომ ნაპოლი ხვიჩამ გახადა ჩემპონიო? ჩვენ კი არა სერია ამ თქვა და აღიარა როდესაც ლიგის საიკეთესო ფეხბურთელად აღიარა. რატო ხვიჩა და არა ოსინენი? ოსიმენი მანდ წინა სეზონშიც იყო (და ყველა დანარჩენი სპალეტიანად ) მაგრამ ჩემპიონები კვარას მისვლის შემდეგ გახდნენ “რატომღაც”.
4. რატო წერთ რომ რეალს, ბარსას, ლივერპულს უნდათო? თავად ამ კლუბებთან დაახლოვებული სპეციალისტები წერენ და ქართულმს მედიამ გაატაროს?
5. არ ღირს 100 მილიონიო? ფაქტია რომ 110 მილიონად არ გაყიდეს ამ ზაფხულს პსჟ-ში და ეენ იძახე არ ღირსო!
Zaza
10 დეკემბერი 2024 19:20
0
ხვიჩა! შეეშვი ამ ნაცების მხარდამჭერ განცხადებებს და მერე ყველაფერი კარგად წაგივა! მარტო ცალ მხარეს "მხარედ" პოზირება, არაფერს კარგს არ მოგიტანს! მეორე მხარესაც რო გაიხედო კარგი იქნება! გადამწვარი გამზირი, 150-ათი დამწვარი პოლოციელები, ქურდობა, რეკეტიორობა, რაღაც ნიღბიანთა შავრაზმელთა თარეში, და ეგ მოგწონთ?პოლიციელები თავის მოვალეობას ასრულებენ და ვინც დაეტაკება პოლიციას, მიიღებს იმას, რაც მიიღეს! დადექით სწორ გზაზე, ნუ გახდებით ნაცების მხარე, რომელთაც სათავეში მოსვლა უნდათ, ყველანაირი შავი მიზნების გამოყენებით!
რჩევა!
10 დეკემბერი 2024 11:47
50
1000000000000000000000000000000000000000000%-იანი მართალი ხარ! ევრო კავშირმა თვითონ განაცხადა, რო 2030წლამდე გაფართოება არ იქნებაო! ამიტომ ეგ აქციები უნდა გაგემართათ ევროკავშირის ოფისთან და არა პარლამენტთან, კობახიძემ რა სთქვა, რო აღარ გვინდაო ევრო კავშირიო? კაით რა? უბრალოდ მიზეზი გჭირდებიდათ გადატრიალებისთვის. მიდით ნაცების დაკრულზე იცეკვეთ და დაანგრიეთ ქვეყანა. ვაი მართლა ვის ემსახურებით?!
რჩევას
10 დეკემბერი 2024 13:53
12
ჩემი ვარაუდით ნაპოლი წელს მეექვსე ან მეშვიდე ადგილს დაიკავებს. მას აღემატებიან,ინტერი,ატალანტა,ლაციო,იუვე,მილანი და ფიორენტინაც კი.
aaa
10 დეკემბერი 2024 10:45
3
მოდი ობიექტურები ვიყოთ - გარდა იმისა რომ გუნდი არაა ბოლოდე აწყობილი, ხვიჩაც ვერ არის ფორმაში აშკარად. წინა თამაშშიც პასები გააფუჭა, ახლა დარტმებში იყო ძალიან არა ზუსტი. აღარაფერს ვამბობ, რომ კაცის მოტყუებაც უჭირს ძირითად შემთხვევებში.
რაც შეეხება ლუკაკუს, აშკარაა რომ ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში ნაპოლიც უკეთესი იქნებოდა და ხვიჩაც.
gogi
10 დეკემბერი 2024 00:39
7
მთელი იტალიური პრესა აჭრელებულია ლაურენტისის კრიტიკთ და მართლებიც არიან ! ნერეშის შესახებ კითხეს კვარაცხელიას ვერ ცვლისო და რატომ გამოგყავთ ასე ხშირად კვარას მაგივრადო და იმ ბებერმა იდიოტმა წუწურაქმა უპასუხა--ნერეშში ფიული გვაქვს გადახდილი დიდ ხელფასსაც ვუხდით და ხომ უნდა აანაზღაუროს ის ხარჯებიო ! აი მარტო ამ პასუხითაც ჩანს რა ტიპია და ვინ აყენებს ნაპოლიში შემადგენლობას ! გასაკვირია მეორე ადგილზე რომ არიან და არა სადღაც მე-15 ზე !
zura222
09 დეკემბერი 2024 23:13
1
შენ ტვინი და კაცობა გქონდეს და მე ჯანდაბას ფული.შენი ქართულის მასწავლებელი ალბათ სირცხვილით იწვის.
gel-100-s
09 დეკემბერი 2024 22:16
16
რა მოკრძალებულად ითხოვ ფულს. გაბედე შე კაცო, რისი გერიდება? :)
მიბაძე შენს უფროსობას.
კევინი
10 დეკემბერი 2024 16:14
0
ჰაა რა არ მოგეწონა უსახელო ნაცო? რა თქვა ამ კაცმა ტყუილი ერთი დაასახელე ! მაგრამ ვერ დაასახელებ ისევე როგორც შენი შეფები ვერ ასახელებენ ერთ დარღვევას არჩევნებზე !
zura222
09 დეკემბერი 2024 23:52
11
წითლით თეთრზე წერია "კომენტარი რომელიც შეიცავს უხამსობას,შეურაცყოფას,ძალადობას წაიშლება ადმინსტრაციის მიერ".მაშინ,ბიუჯეტიდან ხალხისთვის მოპარული ფულით დაფინანსებული არამზადა ბოტის დაწერილ სისულელების და ტყუილების "მოთხრობას" რატომ აქვეყნებთ?
GEL-100-ის საპასუხოდ
09 დეკემბერი 2024 21:56
14
უსახელო ნაც ვირთხა ეგ ნომერი ასიანი მამაშენს ქონდა და ეხლა გადმოგილოცა შენ DDD
zura222
10 დეკემბერი 2024 00:51
8

სიახლეები პოპულარული