ოსიმენის გამოსასყიდი თანხა თანდათან შემცირდება

AutoSharing Option
ცნობილი გახდა "ნაპოლიდან" "გალათასარიში" განათხოვრებული თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის გამოსასყიდი ფასი.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ იანვრიდან ოსიმენის "კლაუსულა" 81 მილიონ ევრომდე, ივლისიდან კი 75 მილიონამდე შემცირდება.

25 წლის ნიგერიელით "ჩელსი" და პსჟ არიან დაინტერესებული. ვიქტორმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 75 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული