"იუვენტუსი" "ბენფიკას" მცველის გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
"იუვენტუსი" "ბენფიკას" 21 წლის მცველით, ანტონიო სილვათი დაინტერესდა და ლისაბონურ კლუბს კონკრეტული წინადადებითაც მიმართა.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ტრანსფერის განხორციელება ძალიან უნდათ "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლის და მწვრთნელს ტიაგო მოტას.

"იუვემ" მზადყოფნა გამოთქვა ანტონიო სილვა 5 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანოს და სეზონის ბოლოს 30 მილიონად გამოისყიდოს, თუმცა "ბენფიკას" თანხა ეცოტავება. სავარაუდოდ, "ბებერი ქალბატონი" მალე ლისაბონურ კლუბს ახალი შეთავაზებით მიმართავს.

ანტონიო სილვამ ამ სეზონში ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას პორტუგალიის ნაკრებში 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული