![](https://sportall.ge/pictures/image5/7b167a910b594ed3b3e73d5750097a1c.jpg)
ამ გამარჯვებით წყალობით "როსონერის" ახალი დამრიგებელი სერჟიო კონსეისაო კლუბის ისტორიაში შევიდა.
ის გახდა "მილანის" პირველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდში ტიტული ყველაზე მოკლე ვადაში მოიგო. მისთვის "ლომბარდიელთა" მესაჭის რანგში ეს მხოლოდ მე-2 მატჩი გახლდათ და მთავარ მწვრთნელად სულ 8 დღეა რაც მუშაობს.
წინა რეკორდი ვინჩენცო მონტელას ეკუთვნოდა, რომელმაც "მილანს" ტიტული 18-მატჩიანი ხელმძღვანელობის შემდეგ მოაგებინა.