კასანო: ლეაოს კვერცხები არ აქვს და ფალსიფიცირებული ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ინტერთან" იტალიის სუპერთასის ფინალში მოგებულ მატჩში (3:2) "მილანის" ნახევარმცველი რაფაელ ლეაო 50-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კომპენსირებულ დროში მისი პასით ტამი აბრაჰამმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

TikTok-ეს ეთერში ლეაო იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტემ გააკრიტიკა: "ლეაომ გუნდზე თამაში არ იცის. კონსეისაო მალე მიხვდება, რომ მასში არაფერი კარგი არ არის და მხოლოდ 0:0-ზე თამაშისასაა ვარგისიანი. ის ფალსიფიცირებული ფეხბურთელია, რომელსაც კვერცხებიც არ აქვს".

პორტუგალიელმა კასანოს სოციალურ ქსელში ორი სიცილაკით (სმაილით) უპასუხა.

altმწვრთნელის ტრავმა მილანურ დერბიში - სერჟიო კონსეისაოს სახალისო ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

[VIDEO]

altკონსეისაოს გადაწერილი ისტორია - პორტუგალიელი მწვრთნელის ყველაზე სწრაფი ტიტული "მილანში"

alt"მილანმა" "ინტერს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა და იტალიის სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
არჩევნები ხომ არ არის, ფალსიფიცირებული რომ იყოს :)
"Giocatore Farlocco" კარგად ითარგმნება ინგლისურ ენაზე - "Fake Player".
ქართულად, ალბათ, "ყალბი ფეხბურთელი" უფრო ახლოს არის ორიგინალთან.
უფროსი ნაჩალნიკი
04:05 09-01-2025
0
კასანოს რატომღაც დორბლი გადმოსდის, ისე სძულს და შურს ისეთი ტიპის ფეხბურთელების, როგორიც არის ლეაო. პირველ რიგში რონალდუ სძულს რათქმაუნდა, მაგრამ როგორც სჩანს ყველა ფიზიკურად განვითარებული, ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელები ეზიზღება. თვითონ ზარმაცი იყო, ტალანტი წყალში გადაყარა, და ახლა შხამს აფრქვევს მათზე, ვინც თავის თავზე უზომო შრომით აღწევს წარმატებას.
იხვი
15:01 09-01-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული