კონტემ კვარაცხელიას შემცვლელი უკვე შეარჩია

AutoSharing Option
SportItalia-ს ჟურნალისტები ალფრედო პედულა და მიკელე კრიშიტელო იტყობინებიან, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი შეარჩია.

ის „მანჩესტერის“ 20 წლის გარემარბი ალეხანდრო გარნაჩოა, რომლის შეძენა ნეაპოლურ კლუბს დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაუჯდება. მას თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში გარნაჩომ პრემიერლიგის 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ალეხანდრო მადრიდშია დაბადებული, „ატლეტიკოს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, „იუნაიტედში“ კი 2020 წელს გადავიდა. იყო ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ხოლო შემდეგ არგენტინის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის
გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ღირსება 8 შეხვედრაში დაიცვა.

altრა უნდა ქნას "ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე? - შეიძინოს ახალი ტალანტები - ნეაპოლელთა გამოხმაურება

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ვაჭარ ლავრენტას 50 მლნ არ ენანება 20 წლის ფეხბურთელში, ალბათ ხელფასს 3-4 მლნ-ს დაუნიშნავს და ჩვენეს ხვიჩასთან კი წუწურაქობს...
რა უსამართლობაა?
18:31 12-01-2025
2
რაოო? წუწურაქი ლავრენტა 50 მილიონის გადამხდელია ? D ჯობია გაცვალოს კვარაში და პლიუს 30 მილიონიც ჩაიჯიბოს !
zura222
19:25 12-01-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული