პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - "ნაპოლი" ხვიჩას შემცვლელს "ლილიდან" ყიდულობს

AutoSharing Option
Le Parisien წერს, რომ "ნაპოლიმ" "ლილის" ვინგერ 25 წლის კოსოვოელ ედონ ჟეგროვასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ახლა გუნდებმა სატრანსფერო თანხაზე უნდა მოილაპარაკონ.

კოსოვოელი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად მიიჩნევა და წესით, ქართველის ტრანსფერიდან აღებული თანხის წყალობით, "პარტენოპეის" ფრანგულ მხარესთან შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეს.

ჟეგროვა "ლილს" 2022 წელს "ბაზელიდან" შეუერთდა, იქამდე კი "გენკისა" და "სენტ ტრუიდენის" ღირსებასაც იცავდა.

მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ უნდა გაეშვათ ელმასი.
ტტტ
19:40 15-01-2025
0
მოიცადა ნერეში აღარაა სუპერვარსკვლავი? D ან რასპადორის რას უპირებენან სპინაცოლას ან ძერბინს ? მაგათ რომ ვუყურებ 5 მარცხენა ვინგერით აპირებენ თამაშს DD
zura222
18:04 15-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული