მისი ინფორმაციით, "პარტენოპეი" "დორტმუნდს" დაუკავშირდა და 23 წლის გერმანელი შემტევის კარიმ ადეიემის ტრანსფერზე პირველადი მოლაპარაკებები გამართა.
თავად ფეხბურთელი მზადაა, რომ იტალიურ კლუბს ამ ზამთარსვე მიაშუროს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 13 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 5 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მოგეხსენებათ, "ნაპოლის" სახელს აქტიურად "მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის შემტევ ალეხანდრო გარნაჩოსაც უკავშირებენ და "პარტენოპეიმ" "წითელ ეშმაკებს" ოფიციალური წინადადებითაც მიმართა და წესით, ტრანსფერი გადაწყვეტილი