გოგლიჩიძის ნაცვლად - "რომამ" დანიელი მცველი ინათხოვრა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ბოლო მომენტში "რომა" "ემპოლის" საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე ვერ შეუთანხმდა, "გალათასარაიდან" იჯარით 26 წლის ვიქტორ ნელსონი აიყვანა.

ნელსონი ახალ გუნდში 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ზაფხულში იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.

ნელსონი ადრე "ნორდსიელანდის" და "კოპენჰაგენის" ღირსებას იცავდა, ამ სეზონში თურქეთის სუპერლიგის 11 მატჩში მიღო მონაწილეობა, დანიის ნაკრებში 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 14 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამანაც რაა. ვერ მოიგონა ავადმყოფობა ერთი ორი დღით ადრე, იუვესთან თამაშის წინ? ქე იქნებოდა ახლა რომაში.
არა უშავს, ვარჯიშებს მოუმატოს და იმედია უკეთესი გუნდი წაიყვანს ახლო მომავალში.
მალხაზ ჯობავა
11:21 04-02-2025
1
გოგლიჩიძეს არაფერს ვერჩი, მაგრამ მაინტერესებს რომამ თუ იცოდა ის მათთან რომ აპირებდა გადასვლას, აქ, მთელი ამბები რომ იყო ატეხილი ამ ვითომდა გაჩარხულ ტრასფერზე. მართალია რომა არ არის არც ინტერი ან მილანი,მაგრამ გოგლიჩას დონის მცველი რაში უნდა გამოადგეს გაუგებარია,მით უმეტეს ამ შუა სეზონში, მასეთები ხომ პაჩკობითაა სერია ა-ს და ბ-ს გუნდებში, ასევე ათას ჭორებს ავრცელებდნენ კვერნაძის და ლოჩოშვილის ინტერესებზე, მაგრამ რაა!! გოგლიჩიძე არის ის სადაც უნდა იყოს-სერიას ჩასაძირ გუნდში,ისიც ზამენაზე, შეყვანეს იმ დღეს გადამწყვეტ მომენტში იუვესთან,როდესაც შანსი ჰქონდა თავისი თავი წარმოეჩინა რა შუძლია და კი ნახა ყველამ, მისი ნამდვილი სათამაშო დონე....სულ ეს არის...
SOSO
11:28 04-02-2025
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული