სერია A-ს ოცდამეექვსე ტურში „ნაპოლი“, რომელსაც კვლავ ვერ დაეხმარა ტრავმირებული ნერესი, სტუმრად „კომოსთან“ 1:2 დამარცხდა.
ნეაპოლურმა გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
„ნაპოლი“ 56 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ 1 ქულით ჩამორჩება და მილანურ გუნდს 1-ელ მარტს უმასპინძლებს.
კომო. „ჯუზეპე სინიგალია“
კომო - ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 რაჰმანი (7, საკ. კარში), 1:1 რასპადორი (17), 2:1 დიაო (77)
"სპალეტის კვარაცხელია და ოსიმენი მაინც ჰყავდა, რაც შეეხება კონტეს..." - რა თქვა კასანომ?