
შეხვედრის დასრულების შემდეგ "ვეკია სინიორას" სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის გუნდის მწვრთნელის ტიაგო მოტას მომავალზე დაეკითხნენ და ჯუნტოლიმ აღნიშნა, რომ მოტასი ეიმედებათ და ამ ეტაპზე მის სამსახურს საფრთხე არ ემუქრება.
თავის მხრივ, "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა აღნიშნა, რომ რთული პერიოდი უდგათ, მაგრამ სირთულეები უყვარს და ახლა თანამდეობის დატოვება უბრალოდ გაქცევის ტოფლასი იქნება.