"ნაპოლიდან" კონტეც მიდის? - ანტონიოს, რომელსაც დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, სერია A-ს სხვა გუნდს უკავშირებენ

AutoSharing Option
La Repubblica-ს ინფორმაციით, ზაფხულში "ნაპოლის" რიგები შესაძლოა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დატოვოს და მან სამუშაოდ "მილანში" გადაინაცვლოს.

55 წლის სპეციალისტს გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და თუ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, კლუბიდან აბარგებაზე იფიქრებს.

პარარელურად, იტალიური მედია აქტიურად წერს, რომ ზაფხულში "როსონერის" მოქმედი დამრიგებელი სერჟიო კონსეისაო დატოვებს და კონტე შეცვლის მისი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

La Repubblica გვამცნობს იმასაც, რომ "მილანში" მასიმილიანო ალეგრისა და რობერტო მანჩინის ვარიანტებსაც განიხილავენ და არჩევანს საბოლოოდ ამ სამ კანდიდატს შორის
გააკეთებენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კვარას ირგვლივ უნდა ავაშენო გუნდიო ხო ამბობდი, და ვის ირგვლივ ააშენე? ნერეში-ლუკაკუს ირგვლივ?
ჰოოდა ახლა შენს ირგვლივ მიიხედ-მოიხედე, ხედავ როგორ ვიწროვდება ყულფი?
მალხაზ ჯობავა
13:28 18-03-2025
1
კონტე იხვეწება,ანგისა მაინც არ გამიყიდოთო!აურელიო ფულს აგროვებს.შეიძლება ისეც მოხდეს,რომ დე ლაურენტისმა ახალი სტადიონი ააშენოს,მაგრამ გუნდი აღარ ჰყავდეს,
და მოედანი ინდაურების საძოვრად გამოსაყენებელი გაუხდეს.
სოსო
12:54 18-03-2025
0

სიახლეები პოპულარული