
"ვფიქრობ, "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ უკეთესი ფეხბურთელი გავხდი. სრულიად ახალ სამყაროში მოვხვდი. ამ გუნდმა ფეხბურთის განსხვავებული სტილი გამიხსნა, ასევე ბევრი რაღაც დამანახა მოედნის მიღმაც, რისთვისაც მადლობელი ვარ", - ციტირებს მაკტომინეის იტალიური პრესა.
მიმდინარე სეზონში მაკტომინეიმ 31 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.